კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მესი საუკეთესოა, მაგრამ არსებობენ სხვა ფეხბურთელებიც.
“ამდენი ტიტულის მოსაგებად გადამწყვეტი ფეხბურთელი ნამდვილად გვჭირდება. ამისათვის გვყავს მესი, მაგრამ არსებობენ სხვა ფეხბურთელებიც.”
“ეს ადამიანები განუმეორებლები არიან . მათი შექება არ შემიძლია. ჩვენ სეზონში საშუალოდ 3-4 სეზონს ვიგებთ. გამიმართლა, რომ ასეთი გუნდი მყავს.”
გვარდიოლამ მონტოიასაც მიულოცა “ფურია როხაში” დებიუტი: ” “ბარსელონა ბ-ს” ფეხბურთელი ნაკრებში ჩვენი კლუბისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია (სეგუნდა დივიზიონიდან ფეხბურთელი ბოლოს 6 წლის წინ გამოიძახეს).”
“9 “ბარსელონას” ფეხბურთელი ერთ ნაკრებში? პიკეს და პუიოლს ტრავმა რომ არ აწუხებდეთ, ესპანეთის ნაკრებში მთელი “ბარსას” შემადგენლობა იქნებოდა” – დაასრულა პეპმა.



