workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალბას შეცვლის ყველაზე კარგი შანსი გრიმალდოს აქვს

ალბას შეცვლის ყველაზე კარგი შანსი გრიმალდოს აქვს

მომდევნო სეზონისთვის “ბარსელონას” ერთ-ერთი საზრუნავი დაცვის მარცხენა ფლანგის გაძლიერებაა, რადგან ჟორდი ალბას, რომელიც მალე 33 წლის ხდება, სათანადო რეზერვისტი არ ჰყავს.

ბოლო დროს “ბლაუგრანას” სამიზნეებს შორის ხოსე გაია და კლუბის აღზრდილი ალექს გრიმალდო სახელდებიან. ცნობილია, რომ “ბარსას” პრიორიტეტი აქამდე “ვალენსიელი” გაია იყო, მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა და კატალონიურ გუნდში გადასვლის მეტი შანსი “ბენფიკას” მარცხენა მცველ გრიმალდოს აქვს.

პრიორიტეტის შეცვლა “ბარსელონას” ნებით არ მომხდარა. საქმე ისაა, რომ “ვალენსიას” ფეხბურთელის გაშვების სურვილი არ აქვს და მას ახალ ხელშეკრულებას სთავაზობს. გაიას კონტრაქტი 2023 წელს მთავრდება და თუ ფეხბურთელი მის გახანგრძლივებაზე უარს იტყვის, “ბარსას” ტრანსფერი გაუადვილდება, მაგრამ ბოლო კვირებში გავრცელებული ინფორმაციით, 26 წლის ფეხბურთელი “ღამურებში” დარჩენაზე ფიქრობს.

გრიმალდოს, გაიას მსგავსად, ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. მას არაერთხელ განუცხადებია, რომ მშობლიურ გუნდში სიამოვნებით დაბრუნდება. იანვარში “ბენფიკამ” მის გაშვებაზე უარი განაცხადა, მაგრამ ზაფხულში სიტუაცია შეიცვლება, რადგან 26 წლის მარცხენაფლანგელს კლუბთან კონტრაქტი მალე უმთავრდება.

AS-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ცნობით, შექმნილ ვითარებაზე “ბარსელონამ” აქცენტის გრიმალდოზე გაკეთება გადაწყვიტა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 03 მარ 2022, 12:13
    #5

    ნუ ერთ ერთი ხო მაინც გამოვა, თორემ ეს ალბა მოედანზე მოგვიკვდება მალე.

  • M10 S9 D11
    schedule 02 მარ 2022, 21:04
    #4

    მომიყვანეთ ეს ბარსაში უაგრესია

  • Don_Andresito
    schedule 02 მარ 2022, 16:55
    #3

    ასაკი ერთნაირია. ჩესნად რო ვთქვათ გაია ლა ლიგასთან უფრო ადაპტირებული, მაღალი დონის მარცხენა მცველია, ესპანეთის ნაკრების ძირითადის კაციც, გრიმალდოსგან განხვავებით. მაგრად მევასება და ტეხავს ვალენსიაში რო უნდა მთელი ცხოვრება გაატაროს. როცა ბარსას ძირითადის კაციც გახდებოდა მალე. ნაკრებში შეთამაშებულია ესპანელებთან და დიდი ხანია ალბას კონკურენცია მოუგო. გრიმალდო კიდე ესე მარტივად ალბას ვერ მოსვამს სკამზე. თუ სტარტში წააგო კონკურენცია მერე დინი ან ფირპო დაემართება. ისე კი შედეგიანი მცველია, გოლებს იტანს, პასებს აკეთებს, სწრაფია. ანხელინო ან ეგ არ იქნებოდა ცუდი ვარიანტი. თან 20 მილიონზე მეტი არ უნდა დაგვიჯდეს. მარა იქნებ გაიას გადაუტრიალდეს ტვინი, პედრი გავი გარსია ტორესი ბუსი აქ არიან და ნაკრებში დაკერონ იქნებ.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 02 მარ 2022, 15:14
    #2

    ციტატა: 《○BIG ĆULE○》
    გრიმალდო ლა მასიელიცაა და გაიაზე ახალგაზრდაც, რავი მე გრიმალდოს ვარიანტი უფრო მომწონს


    ეგ რანაირად, ორივე 26 წლისაა, ნუ ლა მასია,რომ კოზირია ამ მხრივ ცხადია

  • EL MAESTRO 6
    schedule 02 მარ 2022, 13:59
    #1

    გრიმალდო ლა მასიელიცაა და გაიაზე ახალგაზრდაც, რავი მე გრიმალდოს ვარიანტი უფრო მომწონს