კატალონიური “ბარსელონას” ნახევარმცველმა ხავიერ მასკერანომ გუშინ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ჩაშალა ყველა ის შეტევა, რომელიც “პორტომ” განახორციელა.
“შეიძლება ეს ჩვენი საუკეთესო მატჩი არ არის, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთი ტიტული მოვიგეთ. მე აქ ვარ იმიტომ, რომ დავეხმარო გუნდს. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ.”
“რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს უპირატესობა ყველა გუნდთან, რადგან ჩვენს გვერდით თამაშობს ლეო მესი. და ეს ჩვენთვის რას ნიშნავს ყველა კარგად ხვდება.” – განაცხადა ხავიერმა.
