დღევანდელ დღემდე “ვალენსიელ” ხუან მატასა და “ბენფიკელ’ ანხელ დი მარიაზე მიდიოდა სჯა-ბაასი. არგენტინის ნაკრების წევრმა გუშინ “რეალთან” ყოველგვარი კავშირი უარყო და შესაბამისად, მისი ბლაუგრანული მომავალი უფრო თვალშისაცემი გახდა. თუმცა, დღეს კატალონიური კლუბის რჩეულთა რიცხვს კიდევ ერთი ფეხბურთელი შეემატა. ეს უკანასკნელი “მალიორკას” შემტევი ნახევარმცველი ჩორი კასტროა. პრიმერას წლევანდელი სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა ბალეარულ კლუბში 2007 წელს გადაბარგდა. მისი ტრანსფერი “მალიორკას” სულ რაღაც 4 მლნ. ევრო დაუჯდა. სადებიუტო სეზონში კასტროს მოედანზე გასვლის საშუალება მხოლოდ 9-ჯერ მიეცა, მაგრამ ყურები არ ჩამოუყრია და ნელ-ნელა ძირითად შემადგენლობასაც გაუშინაურდა. მეორე წელს 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 5 გოლი გაიტანა, აწგასრულებულ სეზონში კი 35 შეხვედრაში ითამაშა და მეტოქის კარი ექვსჯერ დალშქრა. 26 წლის კასტრო ქართველ გულშემატკივრებსაც ემახსოვრებათ. ურუგვაის ეროვნულ გუნდში “მალიორკას” შემტევმა ნახევარმცველმა ბოლოს სწორედ ჩვენი ჯვაროსნების წინააღმდეგ ითამაშა. ეს მატჩი 2006 წლის 15 ნოემბერს თბილისში შედგა.
www.sport.es

ბარსა კასტროთი დაინტერესდა
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.