ჟუნიორ ფირპო: ბარსელონაში დაბრუნება? მათთვის უარის თქმა რთულია

ჟუნიორ ფირპო: ბარსელონაში დაბრუნება? მათთვის უარის თქმა რთულია

“ბარსელონას” ყოფილი და “ლიდს იუნაიტედის” ამჟამინდელი ფეხბურთელი, ჟუნიორ ფირპო DAZN-თან საინტერესო კომენტარს აკეთებს:

ინგლისში დიდი ხნით დარჩენა მინდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, სახლში ყოველთვის იმარჯვებს და “ბეტისში” დაბრუნებას ვისურვებდი.

“ბარსაში” დაბრუნება? “ბარსელონასთვის” უარის თქმა ძალიან ძნელია – ეს პირველი შემოთავაზების დროსაც არ გამიკეთებია და მეორედაც რთული იქნება.

დომენიკელი მოთამაშე “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში 2019-2021 წლებში ასპარეზობდა, რა დროის განმავლობაშიც 41 მატჩში მან თავი 2 გოლითა და 3 ასისტით გამოიჩინა. ფირპო “ბლაუგრანამ” “ბეტისიდან” 20 მილიონ ევროდ შეიძინა, “ლიდსში” კი 15 მილიონის სანაცვლოდ გაყიდა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (5)

  • Don_Andresito
    26 თებ 2022, 13:55

    ციტატა: nika 54
    გარდა იმის რომ ქონდა განვითარების შანსი, ბარსამ 20 მილიონად იყიდა და 15 მილიონად გაყიდა. აი ვინ იყვნენ ესენი მოგზავნილები? თუნდაც ამის დონე მცველს 40-ზე ნაკლებად არავინ მოგვცემს და იცით რატომ? ჩვენ ბარსელონა ვართ და მსოფლიო უტვინო მენეჯერებად გვთვლის. სხვაზე რაღა უნდა ვთქვათ როცა ატლეტიკოს სლე პრეზიდენტი, სერესო გარეგნობითაც რო დებილია, მუდამ ჩვენზე ჩალიჩობს მაყუთის კეთებას და კარგი ფეხბურთელების მუქთად წაყვანას.


    თურანი 35 ად მოგვასაღა. სუარესი უფასოდ დაგვახია და ჩემპიონი გახდა, ფელიქსი ჩვენი ფულით იყიდა, გრიზმანი რო შემოგვტენა 120 ად, მერე უკან წაიყვანა იჯარით და იმ 40 მილიონსაც ან გადაიხდის ან არა. იმენა გვცემა ტიპმა. ხიმენესში რო 15 მილიონი დაუხევია სულ არაფერში ეგ კიდე საერთოდ…

  • nika 54
    26 თებ 2022, 11:08

    გარდა იმის რომ ქონდა განვითარების შანსი, ბარსამ 20 მილიონად იყიდა და 15 მილიონად გაყიდა. აი ვინ იყვნენ ესენი მოგზავნილები? თუნდაც ამის დონე მცველს 40-ზე ნაკლებად არავინ მოგვცემს და იცით რატომ? ჩვენ ბარსელონა ვართ და მსოფლიო უტვინო მენეჯერებად გვთვლის. სხვაზე რაღა უნდა ვთქვათ როცა ატლეტიკოს სლე პრეზიდენტი, სერესო გარეგნობითაც რო დებილია, მუდამ ჩვენზე ჩალიჩობს მაყუთის კეთებას და კარგი ფეხბურთელების მუქთად წაყვანას.

  • EL MAESTRO 6
    26 თებ 2022, 10:27

    კუმანი რა სლე იყო პროსტა, პსჟსთან თამაშში მბაპეს ფეხი არ გაანძრევინა ამ ბიჭმა, ამისი მოხერხება მხოლოდ უოქერმა და დევისმა შეძლეს მის გარდა, და კუმანმა სკამზე დაალპო😡

  • ANRIBARCA
    26 თებ 2022, 00:24

    ციტატა: Andria
    რაკარგად მახსოვს მბაპე რო ჯიბეში ჩაისვა რასაც ქვია


    ხეიბარი მინგესა ათრია პირველ ტაიმში და მეორე ნახევარში ფირპომ გააქვავა ადგილზე, დიდი შანსი არც მისცა ხისთავა კუმანმა

  • Andria
    25 თებ 2022, 23:57

    რაკარგად მახსოვს მბაპე რო ჯიბეში ჩაისვა რასაც ქვია