workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გავი მერვედფინალის პირველ მატჩს გამოტოვებს

გავი მერვედფინალის პირველ მატჩს გამოტოვებს

“ბარსელონამ” “ნაპოლი” სტუმრად 4-2 (ორი მატჩის ჯამში 5-3) დაამარცხა და ევროპა ლიგის მერვედფინალში გავიდა.

მატჩის ბოლო წუთებზე “ბლაუგრანას” ახალგაზრდა ნახევარმცველმა, გავიმ ყვითელი ბარათი მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მომდევნო შეხვედრას გამოტოვებს – 17 წლის ფეხბურთელი წინა შეხვედრაშიც გააფრთხილეს.

ევროპა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა ხვალ, თბილისის დროით, 23:00 საათზე გაიმართება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • shu1987
    schedule 25 თებ 2022, 11:41

    ყველანაირად კარგი ბიჭია უაზროდ რომ არ იკიდებდეს ბარათებს, თუმცა დაღვინდებაბთანდათან.

  • nika 54
    schedule 25 თებ 2022, 11:36

    კარგია რო იბრძვის, მაგრამ ამ უაზრო გაფრთხილებებს უნდა გადაეჩვიოს აუცილებლად, ერთხელაც ისეთ დროს გვიღალატებს რო დაგვღუპავს.

  • Don_Andresito
    schedule 25 თებ 2022, 05:06

    ყველაზე უაზრო ბარათი.. გრანადასთანაც რეები ქნა. უნდა იმუშაოს მაგაზე. კია ჯერ პატარა მარა ხასიათში არ გაუჯდეს ჩეხაობა. განზრახ არ აიღებდა. ჩავი აშკარად გაბრაზდა

  • Golden boy
    schedule 25 თებ 2022, 02:20

    შეიძლება გამიზნულად აიღო ბარათი, შემდეგ დისკვალიფიკაციის საფრთხე აღარ ექნება აბა სხვა ახსნა ვერ მოვუძებნე იმ უაზრო ბარათს, მერვედფინალში ვინ უნდა შეგვხვდეს ისეთი რომ ამის გარეშე ვერ მოვუგოთ,

  • EL MAESTRO 6
    schedule 25 თებ 2022, 02:18

    ახლა ცენტრში გვყავს ხალხი და არაა დიდი პრობლემა მაგრამ სამომავლოდ უნდა გამოასწოროს,პრინციპში 17 წლისაა და რატომაც არა

  • C.PC5
    schedule 25 თებ 2022, 02:14

    ციტატა: CHEPE

    ციტატა: Georgebina
    ძაან უაზრო ჩვევები აქვს ამას… მაგარი ფეხბურთელია, მაგრამ ასე უაზრო სიუხეშით (ტვინს რომ არ დაატანს) გაიფუჭებს პოტენციალს. რასაც ქვია უაზროა თან, რა საჭირო იყო მანდ ყვითლის აღება ვერ ვხვდები.


    გატუზო უარესი იყო მაგდამ კაცი ლეგენდააა😃😃😃😃


    აი ზუსტად, სულ გატუზოს გავს და იმედია დაიხვეწება თორე მთლად ეგეთი მხეციც არ გვინდა ის იმენა ქვას ეჩხუბებოდა ფეხი რომ წამოეკრა😂

  • ROUCH
    schedule 25 თებ 2022, 02:11

    რათა შვილო რათა უკვე მერამდენეთ აკეთებ. ანგარიშის გათანაბრების საფრთხე იყო საჯარიმოში შერბოდა და იმიტო ქენი თუ რა

  • .Gladiator.
    schedule 25 თებ 2022, 02:09

    შეურაცხადი ბავშვია 😃

  • Georgebina
    schedule 25 თებ 2022, 02:09

    ძაან უაზრო ჩვევები აქვს ამას… მაგარი ფეხბურთელია, მაგრამ ასე უაზრო სიუხეშით (ტვინს რომ არ დაატანს) გაიფუჭებს პოტენციალს. რასაც ქვია უაზროა თან, რა საჭირო იყო მანდ ყვითლის აღება ვერ ვხვდები.

  • C.PC5
    schedule 25 თებ 2022, 02:09

    ცხოველია მარა ცოტა გააშინაურონ ზედმეტები მოსდის😂