ესპანელ ნახევარმცველს, რომელიც “არსენალში” გატარებული 8 წლის შემდეგ მშობლიურ კლუბში დაბრუნდა, ორშაბათს საშუალება ექნება ლა ლიგაში,მისთვის სადებიუტო მატჩში მიიღოს მონაწილეობა.
ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტური, რომელიც 20 აგვისტოს უნდა გამართულიყო გაურკვეველი ვადით იყო გადადებული,თუმცა როგორც ცნობილი გახდა ლა ლიგა სტარტს შაბათს აიღებს. მოქმედი ჩემპიონი კატალონიის “ბარსელონა” კი ტიტულის დაცვას ორშაბათს,”ვილიარეალის” წინააღმდეგ საშინაო მატჩით დაიწყებს.
ევროპის სუპერთასის მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ფაბრეგასმა განაცხადა: “ყველას ძალიან გვინდა მუშაობა გაგრძელდეს იმისთვის, რომ ფეხბურთელებმა შევძლოთ მატჩების თამაში და მეტი პრობლემა აღარ შეიქმნას”. სესკი ესპანეთის სუპერ თასის ფინალსაც შეეხო: “ძალიან ბევრი ლაპარაკი იყო ამ მატჩთან დაკავშირებით, თუმცა ახლა უკვე საკითხი დახურულია”.
“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ფაბრეგასი, ჩილელ ფორვარდ ალექსის სანჩესთან ერთად “უეფას” სუპერ თასის ფინალის განაცხადში შეიყვანა და დღეს მას საშუალება ექნება უკვე მეორე ტიტული მოიპოვოს მშობლიურ კლუბთან ერთად.
