მატეო მორეტოს ინფორმაციით, “ბარსელონა” “მონაკოს” ნახევარმცველს ორელიენ ჩუამენის დიდი ხანია, აკვირდება. ჟურნალისტის ცნობით, 22 წლის ნახევარმცველი, “ბარსას” ყოფილი სპორტული დირექტორის რამონ პლანესის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო.
ჩუამენის აქტიური მსურველი მადრიდის “რეალია”, თუმცა “მონაკო” დიდ თანხას ითხოვს, რისი გადახდა სამეფო კლუბისთვისაც კი პრობლემაა.
ტონი ჟუანმარტი დასძენს, რომ “ბარსელონა” ფრანგი შუახაზელისთვის ბრძოლაში ჩაბმას არ აპირებს, რადგან კლუბს სხვა პრიორიტეტები აქვს.



თუ არ აპირებს, რაზე გამოაქვეყნეთ, აზრს ვერ ვხვდები, ასე გაგვიჭირდა მწერლებს?
მატეო მორეტოს ინფორმაციით, "ბარსელონა" "მონაკოს" ნახევარმცველს ორელიენ ჩუამენის დიდი ხანია, აკვირდება.
ჟუანმარტი დასძენს, რომ "ბარსელონა" ფრანგი შუახაზელისთვის ბრძოლაში ჩაბმას არ აპირებს, რადგან კლუბს სხვა პრიორიტეტები აქვს.
ანუ არ გვჭირდება, სხვა პრიორიტეტები გვაქვს და მაინც დიდი ხანია აკვირდებიან? რატომ? სხვა საქმე არა აქვთ.
ნახევარდაცვა ბარსას ყავს საუკეთესო! ერთ ორ წელიწადში მსოფლიოში ყველაზე მაგარი იქნება! გავი ,პედრო, ნიკო, იონგი!
არაა ცუდი ბიჭი მაგრამ ფრანგები ფაქტია ათიდან ერთი ამართლებს და არამგონია ის ერთი ეს იყოს. არამგონია ამოს აუცილებლობა იყოს გუნდში მითუმეტეს იმხელა ფულს ითხოვენ..ჰალანდი და მცველები ..
ბუსკეცი დეიონგი გავი პედრი ნიკო გვყავს ცენტრში ვის რათ უნდა ჩუამენი😀