მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესიმ საუკეთესო გოლის ნომინაციაშიც გაიმარჯვა

მესიმ საუკეთესო გოლის ნომინაციაშიც გაიმარჯვა

“უეფას” გალა დაჯილდოვების შემდეგ, რომელიც მონაკოში ჩატარდა, დიდი ვახშამი გაიმართა, რაც ევროპული ტურნირის ახალი სეზონის დაწყებას მიეძღვნა. ვახშამს 500–მდე ადამიანი დაესწრო. მათ საშუალება მიეცათ გამოევლინათ ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო გოლი. ნომინაციაზე 10 გოლი იყო წარდგენილი, მათ შორის სამი “ბარსელონას” არგენტინელი თავდამსხმელის, ლეო მესის შესრულებით გახლდათ.

კენჭისყრის შედეგად საუკეთესო გოლიც გაირკვა. გამარჯვება ამ შემთხვევაშიც ლეო მესის ხვდა წილად. სტუმრებმა არგენტინელის მიერ ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარ–ფინალურ შეხვედრაში “სანტიაგო ბერნაბეუზე” მადრიდის “რეალის” კარში გატანილი მეორე გოლი დაასახელეს საუკეთესოდ. ეს ის გოლია, რომელიც მესიმ ლასის, ალბიოლის და მარსელოს მოტყუების შემდეგ იკერ კასილიასის კარში შეაგდო. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ თამაშში ლეომ დუბლი შეასრულა.

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=T7Z7nuxzAjU]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში