workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას სამი ფეხბურთელი დისკვალიფიკაციის ზღვარზეა

ბარსელონას სამი ფეხბურთელი დისკვალიფიკაციის ზღვარზეა

“ბარსელონა” “ვალენსიასთან” დღევანდელ მატჩს დაცვის ხაზზე საკმაოდ დიდი დანაკლისით ხვდება: ჩავი ერნანდესს “მესტალიაზე” ჟერარ პიკე და დანი ალვესი არ ეყოლება, ტრავმის გამო კი გუნდს ლანგლე, უმტიტი და ბალდე ვერ ეხმარებიან. მწვრთნელის განკარგულებაში მყოფი ხუთი მცველიდან ორი დისკვალიფიკაციის ზღვარზეა: ჟორდი ალბა და ერიკ გარსია ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში, რაც მათთვის რიგით მე-5 იქნება, მომდევნო მატჩს გამოტოვებენ. 

გარსიას არყოფნა “ბარსას” შედარებით ნაკლებად დააზიანებს – რონალდ არაუხო უკვე გამოჯანმრთელებულია, მასთან ერთად ცენტრალურ მცველად თამაში კი პიკეს შეეძლება. ალბას გამოკლება უფრო არასასურველია, რადგან მას პირდაპირი შემცვლელი არ ჰყავს და შესაბამისად მარცხენა ფლანგზე სერჟინიო დესტს ვიხილავთ. ამერიკელ ფეხბურთელს “ბარსელონაში” თავისი ნომინალური პოზიციის საპირისპირო ფლანგზე აქამდეც უთამაშია.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელსაც მიმდინარე სეზონში უკვე ოთხი გაფრთხილება დაუგროვდა, აბდე ეზალზულია. მაროკოელი შემტევი ბოლო დროს “ბარსა ბ-ს” ეხმარებოდა, ამჯერად კი ჩავიმ პირველ გუნდში გამოიძახა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • M10 S9 D11
    schedule 20 თებ 2022, 19:10

    გარსიამ მიიღოს არაა პრობლემა აი ალბამ უნდა იფრთხილოს

  • me da barca
    schedule 20 თებ 2022, 18:18

    ბარსა ბ ცხრილს გადავხედე და კატასტროფაა. გასავარდნ ზონაშია გუნდი. ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობითაა ოდნავ ზემოთ. ანუ მე-15 ადგილზეა 29 ქულით. მე-16 ადგილი გასავარდნი ზონაა და მასაც 29 ქულა აქვს, როგორც მე-14 ადგილოსან რეალ ბ-ს. ის დებილი მწვრთნელი თუ არ გააგდეს ეს ლიგაც სანატრელი გაგვიხდება.

  • nika 54
    schedule 20 თებ 2022, 14:52

    ესენი გასაგებია, მაგრამ ამ აზალზულიმ სად მოასწრო 4 გაფრთხილება ამდენი ააქვს საერთოდ ნათამაშევი.

  • azulgerana
    schedule 20 თებ 2022, 14:36

    ძალიან დასანანია აი ძალიან დასანანია ენითაუწერელი არ შემიძლია. გავგიჟდები და გავაფრენ ვინმეს რომ დისკვალიფიკაცია მისცეს