Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” და Spotify თანამშრომლობას მალე დაიწყებენ.
წყაროს ცნობით, “ბარსასა” და ცნობილ შვედურ კომპანიას შორის მოლაპარაკებები ბოლო ეტაპზეა. თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, “ბლაუგრანასა” და მუსიკალურ პლატფორმას შორის შეთანხმება მომდევნო კვირაში გაოფიციალურდება.
ასევე Sport ინფორმაციას ავრცელებს კიდევ ერთ კომპანიასთან დაკავშირებით. კატალონიური წყარო იტყობინება, რომ “ბარსელონას” Unicef-თან კონტრაქტის გახანგრძლივება უნდა. კლუბს სურს, რომ ორგანიზაციის სახელი ისევ მაისურის უკანა მხარეს იყოს დართული.
რამდენიმე დღის წინ “ბარსას” პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ Spotify-სთან მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს.
გავრცელებული ცნობებით, კატალონიური კლუბი Spotify-სგან 4 წელიწადში 280 მილიონ ევროს მიიღებს.
ორი კვირის წინ დაწერეთ, რო ამ ორშაბათს გააოფიციალურებდნენ. არაფერი პრობლემა არ არის, უბრალოდ სად გეჩქარებათ ამ ნიუსების წინსწრებით წერა, მოსწრებაზე ხო არა ხართ?
P.S.
თუმცა დიდხანს ძებნა არ დამჭირვებია და გამოჩნდა რომ, Spotify-ნაიკთან აქვს გაუგებრობა, ბარსელონას მაისურებთან დაკავშირებით. აქ შეგიძლიათ დაწვრილებით წაიკითხოთ.
https://www.eurosport.ru/football/liga/2021-2022/story_sto8799672.shtml
რაღაც ძაან გაწელეს რახდება ნეტა.დ იმედია უფრო დაბალ პირობებზე არმიდის საუბარი.დ