workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Spotify-სთან შეთანხმება შედგა – ბარსელონა 4 წელიწადში 280 მილიონს მიიღებს | Goal

Spotify-სთან შეთანხმება შედგა – ბარსელონა 4 წელიწადში 280 მილიონს მიიღებს | Goal

“ბარსელონამა” და Spotify-მ სპონსორობის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. Goal-ის ინფორმაციით, მოსაგვარებელი მხოლოდ დოკუმენტაცია დარჩა, რის შემდეგაც გარიგება ოფიციალურად დადასტურდება.

წყაროს ცნობით, “ბლაუგრანა” იმედოვნებს, რომ შეთანხმების შესახებ მალე გამოაცხადებს. სპონსორობა საბოლოოდ კლუბის წევრთა რიგგარეშე ასამბლეაზე დამტკიცდება.

შვედური კომპანია “ბარსელონას” მთავარი სპონსორი გახდება და მისი სახელი მამაკაცთა და ქალთა პირველი გუნდების მაისურებსა და სავარჯიშო ფორმაზე იქნება დატანილი. ასევე, სტადიონის სახელზე ექნება უფლება და “ბარსას” საშინაო არენას “კამპ ნოუ Spotify” დაერქმევა.

კატალონიური კლუბი და შვედური მუსიკალური პლატფორმა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ითანამშრომლებენ. “ბარსელონა” ამ პერიოდში დაახლოებით 280 მილიონ ევროს მიიღებს – 70 მილიონს ყოველწლიურად – ცვლადების გათვალისწინების გარეშე. 

პანდემიამდე იაპონური კომპანია Rakuten “ბარსას” პირველი გუნდის სპონსორობაში წელიწადში 55 მილიონ ევროს იხდიდა, Beko-ს სახელი პირველი გუნდის მაისურის მარცხენა მკლავსა და სავარჯიშო ფორმებზე იყო დატანილი, რაც თურქულ კომპანიას 19 მილიონი უჯდებოდა, ქალთა გუნდს კი კომპანია Stanley 3.5 მილიონით აფინანსებდა, რითაც კლუბი ყოველწლიურად დაახლოებით 77.5 მილიონს იღებდა. თუმცა პანდემიამ ყველაფერი შეცვალა: Rakuten-მა დაფინანსება 30 მილიონამდე შეამცირა, Beko-მ – 10 მილიონამდე, შესაბამისად, “ბარსელონას” წლიური დაფინანსება 43.5 მილიონ ევრომდე შემცირდა. Spotify-სთან შეთანხმების შემდეგ კი “ბარსა” კლუბის სპონსორობისთვის ყოველწლიურად 70 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც “კამპ ნოუს” სახელის უფლების გაყიდვიდან მიღებული თანხაც დაემატება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • nika 54
    schedule 16 თებ 2022, 14:56
    #12

    რა თქმა უნდა უკეთესიც შეიძლებოდა, ძველი დრო რო იყოს და ბარსაც ისევ ისე ბრწყინავდეს როგორც 10 წლის წინათ.

  • ნიკა ჯაფარიძე_2
    schedule 16 თებ 2022, 12:41
    #11

    ცოტა მგონია ეს თანხა

  • NEYBarca
    schedule 16 თებ 2022, 02:12
    #10

    ამას დაუმატე მკლავის 10 მილიონი და სტადიონის სახელი, 100 მილიონი არ გამოვა ? 🤔

  • me da barca
    schedule 16 თებ 2022, 01:27
    #9

    ციტატა: Barca for life
    ხალხო წესიერად წაიკითხეთ, სახელიანად იხდიან 70ს და ცოტაა ძალიან, მაგრამ სულ არაფერს კი ჯობია.
    თან როგორც ვიცი, რაც უფრო მაღალია კლუბის შემოსავალი, მით უფრო იზრდება სახელფასო ჭერიც, ამიტომ იმედია რამე გცეშველება.


    70 არაა სახელიანად. ყოველწლიურად 70 მილიონი 4 წლის განმავლობაში. 4×70=280.
    ბოლო აბზაცი წაიკითხე კარგად, ამ თანხას დაემატებაო სახელიდან მიღებული თანხა.

  • azulgerana
    schedule 15 თებ 2022, 22:44
    #8

    კაია საკაიფო გარიგებას. მხოლოდ რეკლამიდან ამხელა შემოსავალი ცოტა ნამდვილად არ არის.

  • EL MAESTRO 6
    schedule 15 თებ 2022, 21:51
    #7

    ციტატა: cruyff9

    ციტატა: JasoN

    ციტატა: cruyff9
    უკეთესი კონტრაქტიც შეილებოდა,,


    ვისთან ბორჯომთან ? თუ ბაკურიანის ანკარა წყ ლებთან? რამე იცით და არ იძახით ))))


    სრული მონოპოლია მოიპოვა გუნდზე და წელიწადში 70 მილიონი ბევრია?)))


    სადაც ამ პანდემიის პერიოდში სამი კომპანია ჯამში 43,5 მილიონს გვიხდიდა, ახლა 1 სპონსორი გვაძლევს 70 მილიონს წელიწადში, ამას ბონუსად დაემატება კამპ ნოუს სახელიც😏

  • cruyff9
    schedule 15 თებ 2022, 21:40
    #6

    ციტატა: JasoN

    ციტატა: cruyff9
    უკეთესი კონტრაქტიც შეილებოდა,,


    ვისთან ბორჯომთან ? თუ ბაკურიანის ანკარა წყ ლებთან? რამე იცით და არ იძახით ))))


    სრული მონოპოლია მოიპოვა გუნდზე და წელიწადში 70 მილიონი ბევრია?)))

  • JasoN
    schedule 15 თებ 2022, 21:31
    #5

    ციტატა: cruyff9
    უკეთესი კონტრაქტიც შეილებოდა,,


    ვისთან ბორჯომთან ? თუ ბაკურიანის ანკარა წყ ლებთან? რამე იცით და არ იძახით ))))

  • azulgerana
    schedule 15 თებ 2022, 21:20
    #4

    აბა ორ წელიწადში მიიღებსო?

  • xavi73
    schedule 15 თებ 2022, 21:15
    #3

    სახელის გაყიდვით წესით კაი თანხა უნდა გადაუხადონ,ვნახოთ აბა ყველაფერი გამოჩნდება იმედია სასიკეთოთ შეიცვლება ყველაფერი.

  • cruyff9
    schedule 15 თებ 2022, 21:09
    #2

    უკეთესი კონტრაქტიც შეილებოდა,,

  • EL MAESTRO 6
    schedule 15 თებ 2022, 21:03
    #1

    მშვენიერია🔥🔥