“ბარსელონამ” “ნაპოლის” ესპანელი ნახევარმცველის, ფაბიან რუისის შეძენა სამჯერ ცადა. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, სამჯერვე პრობლემა იტალიური კლუბის მაღალი მოთხოვნები გახდა.
კატალონიელებმა პირველად 2019 წელს გაიბრძოლეს. მაშინ “ბლაუგრანას” მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე იყო, რომელმაც რუისის ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო, თუმცა ესპანელი “ნაპოლიში” მხოლოდ ერთი წლის გადასული გახლდათ და პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა 80 მილიონი ევრო მოითხოვა, რომლის გადახდაზეც “ბარსამ” უარი თქვა.
2020 წელს “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელად კიკე სეტიენი დაინიშნა, რომელიც რუისს “ბეტისში” წვრთნიდა, ამიტომ მის ტრანსფერს მიესალმებოდა. მაშინ სპორტულ დეპარტამენტს რამონ პლანესი ხელმძღვანელობდა, რომელიც პრობლემად კვლავ მაღალ ფინანსურ მოთხოვნებს გადააწყდა.
გასულ წელს, როდესაც “ლურჯ-ბროწეულისფერთა” თავკაცი რონალდ კუმანი იყო, “ბარსელონა” რუისის ხელმძღვანელობას კიდევ ერთხელ დაუკავშირდა, თუმცა “ნაპოლის” მიერ დასახელებული სატრანსფერო ფასი კვლავ გადაულახავ ბარიერად დარჩა – ლაურენტისმა ამჯერად 50-60 მილიონი მოითხოვა, “ბარსაში” სჯეროდათ, რომ ესპანელში ამხელა თანხის გადახდა არ ღირდა.
MD-ს ცნობით, “ბლაუგრანას” რუისის შეძენის შანსი კიდევ ერთხელ ექნება. ფაბიანს “ნაპოლისთან” კონტრაქტი 2023 წელს ეწურება და მის გახანგრძლივებას არ აპირებს, რადგან ესპანეთში დაბრუნება სურს. ფეხბურთელის წარმომადგენლებს სჯერათ, რომ რუისს “ბარსელონაში”, “რეალსა” და “ატლეტიკოში” თამაში შეუძლია.




ფეხბურთელის წარმომადგენლებს სჯერათ, რომ რუისს "ბარსელონაში", "რეალსა" და "ატლეტიკოში" თამაში შეუძლია.
ეს ფეხბურთელების წარმომადგენლები თუ გარემოცვა ყველა ერთნაირად როგორ ფიქრობს. ყველას შეუძლია ბარსაში და რეალში თამაში რა პრობლემაა. აგერ ბეილი, აგერ დემბელე, უმტიტი… და ასე შემდეგ. ნუ თუ ამას თამაში ჰქვია.
მაზრაუ არა ჩირინა.
ამას მადა აქვს დიდი … ცუდი არაა თუმცა გაცილებით კარგი ვარიანტებიცაა და ყველაფერს თავი გავანებოთ ყველაზე ნაკლებად ჭირდება გუნდს ნახევარმცველი მითუმეტეს ამის სტილის… ბარსას გამტანი ანუ ჰალანდი ასევე ორი მცველი და თუ მაინცდამაინც მოაზროვნე პლეიმეიკერი ჭირდება…
მოკლედ ჩავი ესპანელებს აგროვებს როგორც მივხვდი. მორატაც მაგიტომ უნდოდა. აათამაშებს ერთად და ენრიკეს საქმეც გაკეთებული იქნება ნაკრებისთვის.
გავი ჯერ პატარაა და არ გადაიწვას, პედრისაც განვითარება და გაზრდა სჭირდება ასე რომ არაა ცენტრის გაზლიერება ურიგო ვარიანტი, მაგრამ მე უფრო გამოცდილს ვისურვებდი მაგალითად ალკანტარა იქნებოდა იდეალური, გამოცდილია, ლა მასიელი და ძაან მაგარი ფეხბურთელიც, წესით დაბრუნებაზე უარს არ იტყვის