“ბარსელონა ბ-ს” მთავარი მწვრთნელი, სერჟი ბარჟუანი “ლინარესთან” მატჩის წინ Barça TV-ს ესაუბრა:
მოთამაშეებს ვუთხარი, რომ ყველაფერი უნდა დავივიწყოთ, რაც აქამდე გავაკეთეთ და თავიდან დავიწყოთ ჩემპიონატი, რომელშიც ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ.
მიზანი მომავალ მატჩებზე ფოკუსირებაა, რადგან წარსულს ვერ შევცვლით – დღეს ფეხბურთელებს სწორედ ეს ვუთხარი: რაც მოხდა, მოხდა. ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ.
ხვალინდელი მატჩი ფინალი არაა, მაგრამ წინ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გველის.
უნდა გავაცნობიეროთ, რომ სახლში ვთამაშობთ. იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონზე არცისე კარგად გამოვიყურებით, რაც უნდა გამოსწორდეს. სიტუაციის გამოსასწორებლად სწორედ ეს გვჭირდება.
“ბარსას” სარეზერვო გუნდი ამჟამად 28 ქულით მე-13 ადგილზე იმყოფება და გასავარდნ ზონას მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.
ინიესტა და პუიოლი ერთად რო დაინიშნონ კარგი ვარიანტი იქნება არა აქვს მნიშვნელობა უფროს-უმცროსობას თანამდებობაზე
მთავარია პუიოლის თავგანწირვა, დისციპლინა და ინიესტას თამაშის ხედვა.
ამისი მწვრთნელობა არ გაიშვა, არადა ძალიან მნიშვნელოვანია რომ კარგი მწვრთნეკები გვყავდეს აკადემიაში რადგან იქედან მარაგდება გუნდი, იქ უნდა ისწავლონ ბარსას ფილოსოფია და ნამდვინ კულეებად ჩამოყალიბდნენ, მანდედან უნდა მოსდევდნეთ მაგათ გამარჯვებულის მენტალიტეტი, პუიოლის დანიშვნა მაგ პოზიციაზე ურიგო არ იქნებოდა, ან ინიესტას მომავალი წლიდან