“ბარსელონას” გაბონელი ფეხბურთელი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, კატალონიური გრანდის YouTube არხის რუბრიკაში – 90SECONDSCHALLENGE – საინტერესო კითხვებს პასუხობს:
1. შენი ფავორიტი ფეხბურთელი, რომელსაც “ბარსაში” უთამაშია
– რონალდო
2. ბეტმენი თუ შავი პანტერა?
– შავი პანტერა
3. საყვარელი საუზმე
– კვერცხი
4. ბავშვობის კუმირი
– რონალდო
5. საუკეთესო გოლი, რომელიც გაგიტანია
– “ჩელსის” წინააღმდეგ ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში
6. ოდესმე თმას მწვანედ შეიღებავდი?
– კი
7. საუკეთესო ადგილი მსოფლიოში შვებულების გასატარებლად
– ბარსელონა
8. ვინაა ყველაზე მოდური ფეხბურთელი გუნდში?
– მემფის დეპაი
9. რომელ თანაგუნდელს შეხვდი პირველად?
– სერხიო ბუსკეტსს
10. რამდენ ენაზე საუბრობთ?
– 5
11. ლურჯი თუ წითელი?
– ლურჯი
12. ყველაზე ძლიერი მცველი, რომლის წინააღმდეგაც გითამაშია
– რაფაელ ვარანი
13. ფავორიტი გუნდი NBA-ში
– “ჩიკაგო ბულსი”
14. რომელი სუპერგმირი იქნებოდი?
– შავი პანტერა
15. რა სუპერძალის ქონას ისურვებდი?
– არ ვიცი. მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ვიქნებოდი
16. ბოლო ფილმი, რომელსაც უყურე
– ფილმებს არ ვუყურებ.
ჯორჯინა ლეგერი (გოგონა, რომელიც ობას კითხვებს უსვამს): “შავი პანტერა”, არა?”
ობამეიანგი: “კი, “შავი პანტერა”
17. პირველი რამ, რაც “ბარსელონას” გაგონებისას გახსენდება
– “მეტი, ვიდრე კლუბი”
18. ფავორიტი საკვები
– პასტა
19. მემფის დეპაისთან სიმღერას ჩაწერდი?
– კი
20. მარველი თუ DC?
– მარველი
21. შეგიძლია ანბანი უკუღმა წარმოთქვა?
– არა
22. 1 გოლი თუ 2 ასისტი?
– 1 გოლი
23. რომელ სოციალურ ქსელს იყენებ ყველაზე ხშირად?
– ინსტაგრამს
24. ფავორიტი მომღერალი ან ბენდი
– მაიკლ ჯექსონი
How fast is @Auba? ⚡️
Let's see how he does in the 90-Seconds Challenge! pic.twitter.com/xrgvGPizo1
— FC Barcelona (@FCBarcelona) February 11, 2022
ერთი თავდასხმაშიც ვნახოთ ეს რა, წინა თამაშში დაცვაში დროს გაყვანაზე მოუწია თამაში, კარგია რო არ დაიკარგა იმედია გაამართლებს.
ეს ჩემისა მართლა ობამაა მგონი…. რას ერჩით ფორმაშიაა 🙂