workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ადამა ტრაორე კვირაში ორმაგ სავარჯიშო სესიას ატარებს და დიეტას იცავს

ადამა ტრაორე კვირაში ორმაგ სავარჯიშო სესიას ატარებს და დიეტას იცავს

სანტი ოვალიეს ინფორმაციით, ადამა ტრაორე, ორშაბათიდან ხუთშაბათამდე, ორმაგ სავარჯიშო სესიას ატარებს და დიეტას იცავს. 

წყაროს მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, 26 წლის შემტევმა იცის, რომ “ბარსაში” წარმატების მისაღწევად, იმ ფიზიკური კონდიციების შენარჩუნება მოუწევს, რომელშიც პრემიერ ლიგაში ასპარეზობის დროს იმყოფებოდა. 

ტრაორემ “ატლეტიკოს” წინააღმდეგ გამართულ სადებიუტო მატჩში შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და ასისტიც მიითვალა. მას სურს, კლუბში სეზონის დასრულების შემდეგაც დარჩეს და წარმატებას აქ მიაღწიოს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 10 თებ 2022, 15:22

    რონალდუც ასეთი არ არის? რო არ ვარჯიშობს ვერ ისვენებს. ასეა როცა ორგანიზმი გიწყობს ხელს.

  • Bakero
    schedule 10 თებ 2022, 01:58

    კიი რეჟიმის კაცი როა ხომ ეტყობა კიდევაც ! დიეტასაც იცავს პროფია პროფი ….. პატარებსაც თუ აიყოლიებს კარგი იქნება ! ფიზიკაში რომ გვიჭირს ეგეც ხომ ფაქტია ვალვერდე რომ მოვიკითხე ყველა ბრუნვაში მანდედან დაიწყო ყველა პრედსეზონკის ჩაგდება ჯერ

  • CuleTillIDie
    schedule 09 თებ 2022, 23:04

    იქნებ მისტერ ოლიმპია მოიგოს, კლუბს ფინანსურად დაეხმარება :დდ

  • EL MAESTRO 6
    schedule 09 თებ 2022, 23:00

    ამან ასე გააგრძელოს ვარჯიში და კვება და 5 წელიწადში ისეთ ტანზე იქება რომ მთელი გუნდი რომ ჩაოეკიდოს მაინც ვერ გააჩერებს😆, ნეტა ამისი მონდომება ბევრს ჰქონდეს😒

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 09 თებ 2022, 22:48

    Gia grigalavas ფან-კლუბი,
    აუ ერთი და იგივე კომენტარების დაკოპირება რა არის? დავიტანჯეთ ტო,ერთხელ დაწერე გავიგეთ😑😑