მიუნხენის “ბაიერნის” ლიდერმა არიენ რობენმა გამაცხადა, რომ გერმანული გუნდს დატოვებს იმ შემთხვევაში, თუ შემოთავაზებას კატალონიური “ბარსელონასგან” მიიღებს.
“ბარსელონა” ერთადერთი გუნდია, რომელზეც შემიძლია თქმა, რომ იქ აღმოვჩნდები. სცადეს თუ არა ჩემი შეძენა ადრე? როგორც ვიცი, არა. არ ვიცი რა იყო სამი წლის უკან, თუმცა მათ ტრანსფერი არ შემოუთავაზებიათ.”
“ძალიან გთხოვთ, არ დაწეროთ ისე თითქოს მე “ბარსაში” მივდივარ. ახლა სხვა სიტუაციაა. მე “ბაიერნში” ბედნიერი ვარ და მის დატოვებას არ ვაპირებ.” – განაცხადა არიენმა.
