მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პრიმერას მეორე ტური არ გადაიდება

პრიმერას მეორე ტური არ გადაიდება

ამ წუთებში ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ფეხბურთელების გაფიცვასთან დაკავშირებული პრობლემები მოაგვარა. შესაბამისად არ გადაიდება ლა ლიგის მეორე ტურის მატჩები (პირველი ტურის მატჩები გაფიცვის გამო დეკემბრის ბოლო რიცხვებისთვის გადაიდო).

მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და გაფიცვები, რომელიც დაგეგმილი იყო 26, 27, 28 და 29 აგვისტოს, აღარ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ პრიმერასა და სეგუნდა დივიზიონში მოთამაშე დაახლოებით 200 ფეხბურთელი კუთვნილი ხელფასების მიღებას ითხოვდა. პრობლემა მოგვარებულია. მათ მისაღები თანხები აუნაზღაურდებათ. ასევე აღსანიშნავია, რომ თუ რომელიმე ფეხბურთელს 3 თვეზე დიდხანს დაუგვიანდება ხელფასის ჩარიცხვა, მას უფლება ექნება გაწყვიტოს კონტრაქტი კლუბთან და სათამაშოდ სხვა გუნდში გადავიდეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში