workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ატლეტიკოს ბარსასთან 3 ფეხბურთელი დააკლდება

ატლეტიკოს ბარსასთან 3 ფეხბურთელი დააკლდება

ხვალ, თბილისის დროით 19:15 საათზე, ლა ლიგის 23-ე ტურში, “ბარსელონას” “ატლეტიკოს” წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება ელის.

როგორც იქნა, კატალონიური გრანდი ოთხეულს მიუახლოვდა – ამჟამად გუნდი 35 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება და მეოთხეადგილოსან “ატლეტიკოს” მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. “ბარსა” ოთხეულში მე-3 ტურის შემდეგ არ ყოფილა – ბოლოს ასეთი შემთხვევა გასული წლის 29 აგვისტოს დაფიქსირდა. ხვალ, ე.წ. “ექვსქულიანი” მატჩის მოგება კლუბს მიზნის მიღწევაში ძალიან დაეხმარება. 

ახლა კი, ოფიციალური ინფორმაციით, დიეგო სიმეონეს გუნდს “ბლაუგრანასთან” 3 მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დააკლდება – “ლურჯ-ბროწეულისფერებთან” მადრიდელებს ანტუან გრიზმანი, ჟეფრი კონდოგბია და მარკოს ლორენტე ვერ დაეხმარებათ.

“ატლეტიკოს” განაცხადი ასე გამოიყურება:

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 06 თებ 2022, 22:59
    #6

    ხოოო, გრიზმანი დიდი დანაკლისი იქნება.

  • M10 S9 D11
    schedule 06 თებ 2022, 04:57
    #5

    სერიოზული დანაკლისია უნდა მოვუგოთ

  • EL MAESTRO 6
    schedule 06 თებ 2022, 00:50
    #4

    მჯერა რომ მოიგებს ამას ბარსა, ჩვენც საკაიფოდ გვაკლია ხალხი:, გარსია, დეპაი, ფატი, სლენგკე, ,,შავი მალდინი", აქესან ალბათ მარტო ფატია დანაკლისი მაგრამ მაინც

  • nikusha
    schedule 06 თებ 2022, 00:13
    #3

    ობლაკი
    ვრსალკო-სავიჩი-ხიმენესი-ლოდი
    ლემარი-კოკე-დე პაული-კარასკო
    ანგელ კორეა-სუარესი

    ანხელ კორეა-ფელიქსი
    სუარესი-კუნია
    ლემარი-დანიელ ვასი
    კარასკო-ერერა
    ლოდი-ერნონსო

  • Fc Barca Batumi
    schedule 06 თებ 2022, 00:02
    #2

    Griezzy7,
    აუ, რა წარმოვიდგინე დემბელეს ჭკუა და გონება, რომ აეხილოს და საკაიფოდ წაუვიდეს თამაში გოლი-გოლზე

  • me da barca
    schedule 05 თებ 2022, 23:51
    #1

    დიდი ალბათობით რეალი და სევილია პირველ-მეორე ადგილს გაიყოფენ. მესამე და მეოთხე ადგილისთვის იბრძოლებს 3 გუნდი. ბეტისი ადვილად არ დათმობს მესამე ადგილს. ვნახოთ ვინ მოხვდება ოთხეულში.