workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: პიერ-ემერიკ ობამეიანგი 25-ნომრიანი მაისურით ითამაშებს

ოფიციალურად: პიერ-ემერიკ ობამეიანგი 25-ნომრიანი მაისურით ითამაშებს

“ბარსელონას” ახალწვეული, პიერ-ემერიკ ობამეიანგი 25-ნომრიან მაისურს მოირგებს.

გაბონელს ლა ლიგის ოფიციალურ საიტზე სწორედ 25 ნომერი აქვს მინიჭებული. ეს ისედაც ცნობილი იყო, რადგან გუნდში სხვა ნომერი თავისუფალი არაა. 

32 წლის თავდამსხმელის ტრანსფერი დღეს გაოფიციალურდა. იგი გუნდში 2025 წლამდე დარჩება, თუმცა 2023 წელს კონტრაქტის გაწყვეტა იქნება შესაძლებელი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 03 თებ 2022, 12:13

    იმედია ეს კოუტინიოს, დემბელეს თუ გრიზმანის ბედს არ გაიზიარებს და სულ არ დაგვღუპავს.

  • me da barca
    schedule 02 თებ 2022, 19:13

    2015 წ. გამპერის თასზე ამას ბარსას კარშიც ჰქონია გოლი გატანილი არსენალის მაისურით, არც კი მახსოვდა.

  • Chico
    schedule 02 თებ 2022, 17:37

    სიმართლე გითხრათ ობემიანგის ტრანსფერი უფრო სწორად მიმაჩნია ვიდრე მორატასი. ამ ბიჭს თამაშის საკმაოდ მაღალი დონე აქვს ნაჩვენები და მიუხედავად 32 წლისა, ეხლაც შესწევს უნარი სერიოზულად გამოადგეს გუნდს.
    მაგრამ არის ერთი ფაქტორი რომელიც დაფიქრებას და დიდ ყერადღებას თხოულობს. ეს არის დემბელე-პოგბა-ბალოტელის ფაქტორი და ობემეანგიც ამ კატეგორიაში მოიხსენება. მან უკვე საკმაოდ აჩვენა თავი როგორც უზრდელმა და ურესრიგო პიროვნებამ და ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მიიღო ლაპორტამ, რომ კონტრაქტში შეიტანა პუნქტი, რომელიც საშუალებას მისცემს გააუქმოს ხელშეკრეულება დროზე ადრე, თუ ობემეანგი გამოიჩენს უდისციპლინარობას.
    თავიდანვე უნდა მოთოკონ და ჩასვან ძალიან ვიწრო ჩარჩოში რომ განძრევის საშუალება არ მისცენ, თორემ ერთხელ თუ მიუშვეს, მერე ვეღარ დაიმორჩილებენ და დემბელესი არ იყოს, აჯარიმე რამდენიც გინდა.
    და მეორე, ვინც აქამდე მოუყვანიათ, არცერთი არ იყო დამსახურებების გარეშე, მარგამ როგორც ბარსაში მოხვდნენ საერთოდ დაავიწყდათ ფეხბურთის თამაში. გრიზმანი, კოუტინიო, დემბელე და ბევრი სხვა. როგორც ბარსადან გადიან ისევ კარგად თამაშობენ. მაგალითად გრიზმანის თამაში ნაკრებში, ან კოუტინიოს ორი გოლი ასტონ ვილას პირველ მატჩში, ან კიდევ მისი გუშინდელი გოლი პარაგვაის კარებში. იმედი ვიქონიოთ რომ ობემეანგი შესძლებს ბარსას სტილის ათვისებას.
    არ შეიძლება არ ავღნიშნო რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარამ ძალზე წარმატებულად ჩაიარა, რისთვისაც ლაპორტა და მისი გუნდი ნამდვილად ქების ღირსია. მცირედი დანახარჯებით ოთხი კარგი ფეხბურთელი დავიმატეთ და რამოდენიმე მძიმე ტომარა მოვიხსენით მხრებიდან. სამწუხაროა რომ ორი ფრანგი ნაგავი მაინც შემოგვრჩა და კიდევ ფულები უნდა დაიხარჯოს მაგათზე, მაგრამ მაგათი მოშორების დროც მოვა ისევე როგორც ბართომეოს მკაცრად დასჯის საათიც.
    ვეთანხმები ჩავის, რომ დემბელე არ უნდა დასვა სკამზე, მასაც ეგ უნდა ზუსტად. გვეყოფა რომ უმტიტი გვაწევს კისერზე მძორად. უნდა ამოხადო სული ვარჯიშით და მაქსიმალურად არბენინო, რომ იქნებ რაღაცა ხეირი მაინც მოიტანოს და იქ კიდევ ღმერთმა გადაწყვიტოს მისი ბროლის სხეული გაუძლებს თუ არა.
    ეხლა საკმაოდ კარგი შემადგენლობა მოგროვდა და ორი მიზანია დასაძლევი, პირველ ოთხეულში მოხვედრა ლა ლიგაში და ევრო თასზე მაქსიმალური ბრძოლა. არაფრით არ ჯობდა დღევანდელ ბარსას სევილია, სამჯერ რომ ზედიზედ მოიგო და მითუმეტეს შარშანდელი ვილიარეალი.
    მიუხედავად არსებული შეცდომებისა, ამ წუთისათვის ლაპორტას, მის შტაბსა და ჩავის შეფასება 8. დანაჩენი კიდევ შრომამ უნდა მოიტანოს. VISCA BARCA!!!!!

  • Zura Gviniashvili
    schedule 02 თებ 2022, 16:56

    გუნდთან თუ შეთამაშდა მაშინ ძალიან კარგად გამოიყენებენ ამ ბებერს