პიერ-ემერიკ ობამეიანგმა “ბარსელონას” ფეხბურთელის რანგში პირველი კომენტარი Barca TV-სთან გააკეთა:
ძალიან ბედნიერი ვარ. “ბარსელონა” მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და ჩემთვის აქ ყოფნა ძალიან დიდი პატივია. “ბარსა” სწორედ ამიტომ ავირჩიე.
მე გერმანიში, საფრანგეთსა და ინგლისში თამაშის გამოცდილება მაქვს. ახლა კი აქ მოვედი, რათა გუნდისთვის მაქსიმუმი გავიღო და ის ჩემპიონთა ლიგაზე დავაბრუნო.
საბოლოო ჯამში, ტრანსფერი შედგა. ის დღე ძალიან რთული იყო, თუმცა საბოლოოდ, ახლა აქ ვარ, ძალიან მონდომებული და ბედნიერი.
გუნდში ყველა ძალიან კარგად მიღებს და თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ.
“ბარსამ” ობამეიანგის ტრანსფერი ოფიციალურად დღეს დაადასტურა. მან კონტრაქტი 2025 წლამდე გააფორმა.
ხოდა შეიფერე და არ აყვე შენ უტვინო ძმაკაცს. რომელსაც იმედია მალე ააცმევინებენ აქედან. მაგის დანახვაც კი აღარ შემიძლია უკვე.
მონდომებული თა მოტივირებული თუხქრ კარგია, დიდად არ მევასება მაგრამ უკვე ჩვენიანია ასერომ წარმატებები, ოთხეული კიარა მიზანი ჩემპიონობა უნდა იყოს სანამ თეორიული შანსი არსებობს ბრძოლა ბოლომდე
ცუდად მომხვდა ყურში ჩემპიონთა ლიგაზე დავაბრუნოო. 1/8 ფინალში ვერ გასვლა იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩ. ლიგაზე არ ვიყავით. ეს სიტყვები არსენალს მოუხდება უფრო.
"Aubama who?…Aubama what?…AubamaBloodClaatyang".
ნუ მე პირადად ფატის უფრო ველოდები ვიდრე დონე ტრანსფერებს. და ნახევარდაცვის შეთამაშებას. ჭკვიანური ტრანსფერები გვინდა, სუარესის, რაკიტიჩის და ტერ შტეგენი-ბრავოს მოყვანის მერე მსგავსი არაფერი გვიქნია და მაგიტოა ამ დღეში რო ვართ. მაგის მერე ბართო შეუდგა საქმეს
La Pulga10,
2025 წლამდე გააფორმა უბრალოდ 2023 ში ურთიერთშეთანხმებით კონტრაქტსი გაწყვეტა იქნება უპრობლემოდ შესაძლებელი
რამე ხომ არ შეგეშალათ?18 თვიანი კონტრაქტი გააფორმაო და 2025 წელი რანაირად გამოდის.ყოველშემთხვევაში ეს კაცი თავის საქმე გააკეთებს,მითუმეტეს ამ ბარსაში დარჩენილი სეზონი გამოგვადგება,მერე დონე ტრანსფერებს ველოდებით სუყველა და დაჯდება სკამზე ეგ არაფერი.
"Aubama who?…Aubama what?…AubamaBloodClaatyang".