“ბარსელონამ” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ოთხი ფეხბურთელი დაიმატა, თუმცა ევროპა ლიგაზე თამაში მხოლოდ სამ მათგანს შეეძლება.
ხავი მიგელის ინფორმაციით, დანი ალვესსა და ფერან ტორესს ევროპის რანგით მეორე ტურნირზე დარეგისტრირება გარანტირებული აქვთ, ამიტომ ჩავი ერნანდესს არჩევნის გაკეთება ადამა ტრაორესა და პიერ-ემერიკ ობამეიანგს შორის მოუწევს.
ჟურნალისტის ცნობით, მწვრთნელი არჩევანს ადამა ტრაორეზე გააკეთებს, ვინაიდან აბდე ეზალზული და ჟუტგლა ევროპა ლიგაზე ვერ ითამაშებენ, რის გამოც გუნდს გარემარბის პოზიციაზე გაუჭირდება. ამასთან, ადამა გუნდში სეზონის ბოლომდე დარჩება, ობამეიანგი კი 18-თვიან კონტრაქტს გააფორმებს, შესაბამისად, საკუთარი პოტენციალის წარმოსაჩენად სათამაშო დრო ესპანელს უფრო სჭირდება.
გაბონელის ტრანსფერის გაოფიციალურება დღესაა მოსალოდნელი. ის “ბარსელონას” უფასოდ უერთდება.




კარგია რო გაბონელი შემოგვიერთდა, აქამდე არ უნდა მოგვეყვანა ერთი კარგი გაბონელი ბარსელონაში.
მაშინ გამოვა რომ ადამა მხოლოდ ლა ლიგისთვის გვიზის. ამ ლა ლიგაშე არის აბდე და ჟუტგლა. ევროპაზე ფლანგზე მოთამაშე რამდენი ფეხბურთელი გვყავს? რათქმაუნდა ობა უფრო არის ეგეთი ტურნირის კაცი ვიდრე ადამა მაგრამ არჩევანი არაა უბრალოდ.
ხო რა უბრალოდ არჩევნის თემაა თორე ვისაუბროთ, რომ ძმაო ადამას 6 თვეში იქნებ ვახვევინებთ და მოდი დავტესტოთ რავიცი, იმედი მაქ ეგრე არ ფიქორბენ, პესსში ხაორ თამაშობენ
ამას დენმა დაარტყა და თმები ყალტზე დაუდგა? რა მოწონს ამ ვარცხნილობაში ვერ ვხვდები.
ანუ არ აქვთ ევროპა ლიგის მოგების იმედი
არც უნდა ჰქონდეთ წესით
[
მაშინ გამოვა რომ ადამა მხოლოდ ლა ლიგისთვის გვიზის. ამ ლა ლიგაშე არის აბდე და ჟუტგლა. ევროპაზე ფლანგზე მოთამაშე რამდენი ფეხბურთელი გვყავს? რათქმაუნდა ობა უფრო არის ეგეთი ტურნირის კაცი ვიდრე ადამა მაგრამ არჩევანი არაა უბრალოდ.
ტრაორეს და ობამეიანგს შორის ულაპარაკოდ ობამეიანგი უნდა აარჩიონ რა ტრაორე
აბსოლიტურად ალოგიკური ფრაზა "ამასთან, ადამა გუნდში სეზონის ბოლომდე დარჩება, ობამეიანგი კი 18-თვიან კონტრაქტს გააფორმებს, შესაბამისად, საკუთარი პოტენციალის წარმოსაჩენად სათამაშო დრო ესპანელს უფრო სჭირდება." ვტფ
მშვენიერია რაც მთავარია სწრაფია, ჩვენ სწრაფები არ გვყავს. კი გვყავდა დემბო, სირაქლეასაც ასწრებდა სირბილში მარა რათ გინდა უთავო და არაფრისმთქმელი
რატომ არ აოფიციალურებენ?
ამ მოცემულობით იდეალური ტრანსფერია. კი დაგვცინიან მადრიდელები მარა გულში მაინც არ გაუხარდებოდათ იმიტო რო დეიონგსაც ჯობია ეს და ბრაიტვეიტსაც. ორივეს ცალი ფეხით აჯობებს. კლასიკოზე რო შეუყრის რეალს მერე ვნახოთ როგორ დაგვცინებენ
ხო მარტო ფლანგებზე გვიჭირს და ცენტრ ფორვარდზე იცოცხლე ვარიანტების მეტი რაა. თუ არჩევანის წინაშე დადგნენ უეჭველი ობა უნდა აირჩიონ. დე იონგი კი სასარგებლოა ასე თუისე მარა ნაპოლისთან მაგის ყურებას ეს ჯობია თან ბევრად.
ცუდია მაგრამ რას ვიზამთ ლალიგაში ეს თავის სიტყვას იტყვის მაინც.ბებერიაო რომ იძახის ხალხი დღემდე ახალგაზრდებზე სწრაფია და დრიბლინგიც მაღალ დონეზე აქვს მოკლე პასები ამას არ ესწავლება და ამ ეტაპისთვის იდეალური ტრასნფერია.