არგენტინელმა თავდამსხმელმა ყველა ტურნირში მოახერხა გოლის გატანა, გარდა ევროპის სუპერ თასის გათამაშებისა. მესიმ მონაწილეობა მიიღო ბოლო ორ ფინალში, რომელიც მონაკოში გაიმართა.
მისი ღიმილი ყველაფერზე მეტყველებს. ის დაბრუნდა მოტივირებული და მონდომებული, რათა დაიპყროს მსოფლიო. მესი გადაწყვეტს როგორ და როდის გააკეთოს ეს. მისთვის მნიშვნელობა არ აქვს რამდენად სერიოზულია ტურნირი, ან ვინ არის მისი მეტოქე. მის ლექსიკონში არ არსებობს სიტყვა “ამხანაგური”. ის საუკეთესოა. პარასკევს “ბარსას” კიდევ ერთი ფინალი, ამჯერად ევროპის სუპერთასი ელის, სადაც მესის არასდროს გაუტანია გოლი. ასე რომ, წინ დიდი გამოწვევაა.
მესამე ფინალი
მესის მონაწილეობა მიღებული აქვს ევროპის სუპერთასის ორ ფინალში. პირველად, 2006 წელს მან მტკივნეული მარცხი იწვნია “სევილიასგან”, ხოლო ორი წლის წინ “შახტარის” წინააღმდეგ ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ მატჩში ლეოს გოლი არ გაუტანია, იგი გამარჯვების გოლის საგოლე პასის ავტორი გახდა (გოლი პედრომ გაიტანა). “პორტოს” წინააღმდეგ თამაშისას მესის კიდევ ერთი შესაძლებლობა ეძლევა – ახალი გამოწვევა ლიმიტების გარეშე.
ყოველთვის დამაჯერებელი
ევროპის სუპერთასის გარდა მესი ყოველთვის გადამწყვეტ როლს თამაშობდა ყველა ფინალში. ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მატჩებში ის გამოირჩევა (რომისა და “უემბლის” ფინალი, ან “მესტალია” 2009 წელს).
5 გოლი 3 მატჩში
ის კლუბს 8 აგვისტოს დაუბრუნდა და მიუხედავად მცირე სავარჯიშო დროისა მესიმ გადაწყვიტა ესპანეთის სუპერთასის ბედი და ორი გოლი გაიტანა “გამპერის” თასზე. მას ლიმიტები არ აქვს და პასუხობს ყველა გამოწვევას. გასულ წელს მან 53 გოლი გაიტანა და გახდა ესპანეთის სუპერთასის ბომბარდირი 8 გოლით.
