workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ახალგაზრდული ელ კლასიკო საყაიმო ანგარიშით დასრულდა

ახალგაზრდული ელ კლასიკო საყაიმო ანგარიშით დასრულდა

ცოტა ხნის წინ დასრულდა “ბარსა ბ-სა” და “რეალ მადრიდ კასტილიას” შორის გამართული შეხვედრა, რომელშიც გუნდებმა საყაიმო შედეგი, 2-2 დააფიქსირეს.

მატჩის ანგარიში 24-ე წუთზე სერხიო არიბასმა გახსნა, მეორე ტაიმის სტარტზე კი ხუან ლატასამ მადრიდელები წინ ორბურთიანი სხვაობით გაიყვანა.

ამის მიუხედავად, ახალგაზრდა კატალონიელები არ დანებდნენ და თამაშის გადარჩენა მოახერხეს – 69-ე წუთზე მატეუს პერეირამ, “ბლანკოსის” მეკარის, ტონი ფუიდიასის კარი საჯარიმოს გარედან ბრწყინვალე დარტყმით აიღო, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-5 წუთზე კი წონასწორობა ჟორდი ესკობარმა აღადგინა და მატჩის დასრულებამდე 1 წუთით ადრე თავის გუნდი წაგებისგან იხსნა.

გთავაზობთ “ბარსა ბ-ს” გოლებს:

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 30 იან 2022, 16:05
    #6

    მებრძოლები კი ყოფილან, ბოლომდე უბრძოლიათ.

  • Giorgi99
    schedule 30 იან 2022, 01:05
    #5

    Pirveli goli vinc gaitana davawinaurot 23 wlisaa karebshi damrtymeli mainc gveyoleba

  • Clever liar
    schedule 30 იან 2022, 00:49
    #4

    მადრიდის რეალს კასტილიადან მხოლოდ ერთი ბლანკო ყავს გამონაძახები, იმასაც 2 ვარჯიში თუ აქვს სულ მთავარ გუნდთან ჩანატარები და ლამის დაგვამხეს კრუიფის მინდორი თავზე. ჩვენ კიდე ნახევარ გუნდს მთავარში ვარევისტრირებთ და მაგით ვაპირებთ ლიგის მოგებას ევროპის მერე მომავალ ზაფხულში ::))))))))))))))))))

  • shu1987
    schedule 30 იან 2022, 00:49
    #3

    ისე ბ გუნდში ვინც თამაშობდა ყველა პირველშია და კიდე კარგი შედეგია, არადა თითქმის სულ უგებდა ბ გუნდი კასტილიას..

  • me da barca
    schedule 30 იან 2022, 00:36
    #2

    პერეირამ საკაიფოდ ჩაახვია.

  • EL MAESTRO 6
    schedule 30 იან 2022, 00:35
    #1

    პირველი რა მაგარი გოლი იყო