workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონამ ადამა ტრაორესთან მოლაპარაკებები გამართა – Sport

ბარსელონამ ადამა ტრაორესთან მოლაპარაკებები გამართა – Sport

Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონამ” ამ თვეში “ვულვერჰემპტონის” შემტევთან, ადამა ტრაორესთან მოლაპარაკებები გამართა.

წყაროს ცნობით, “ბარსა” ტრაორეს შეძენას უკვე რამდენიმე კვირაა განიხილავს. ადამა კარგი გარემარბია, თანაც მას მისაღების ფასი აქვს. ესპანელი დაახლოებით 20 მილიონი ევრო ღირს, თუმცა, ამ დროისთვის “ბლაუგრანას” პრიორიტეტი კვლავ თავდამსხმელის დამატებაა.

იგივე წყარო იტყობინება, რომ 25 წლის ფეხბურთელს შეთავაზება “ტოტენჰემისგან” აქვს, მაგრამ ის “ბარსას” ელოდება.

ტრაორე “ბარსელონას” აღზრდილია. მან “ბლაუგრანა” 2015 წელს დატოვა, რის შემდეგაც ის “ასტონ ვილას” შეუერთდა. 2016 წელს ადამამ “მიდლბროს” მიაშურა, 2018 წლიდან კი იგი “ვულვზში” ირიცხება

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • M10 S9 D11
    schedule 25 იან 2022, 17:45
    #6

    აი ეს დემბელეზე ჩლუნგი მოაშორეთ აქედან

  • rivaldo80
    schedule 25 იან 2022, 16:08
    #5

    რა ტრაორე ტოტეჰემშია უკვეე

  • EL MAESTRO 6
    schedule 25 იან 2022, 15:35
    #4

    ანუ დემბელეს ვუშვებთ და ფიზიკურად ძლიერი დემბეკე მოგვყავს, ოღონდ ამას დემბელეზე უარესი დარტყმა აქვს😆

  • nika 54
    schedule 25 იან 2022, 14:38
    #3

    არავინ იცის რას მოიტანს ეს, კოუტინიო გამოდგება თუ სუარესი. კარგად კი მოუვლია ინგლისური კლუბები.

  • La Pulga10
    schedule 25 იან 2022, 14:21
    #2

    რომანომ ტოტენჰემი თავტრაკს ირღვევს ამისთვისო,არამგონია მოვიდეს.ამას ისევ მორატა მირჩევნია.

  • JasoN
    schedule 25 იან 2022, 14:21
    #1

    ეს ის შემთხვევაა დემბელეს რო ჯობია თუმცა მაინც რო დემბელეა