მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა:” “ნაპოლისთან” მატჩმა სუპერ თასისთვის უკეთ მოგვამზადა”

გვარდიოლა:” “ნაპოლისთან” მატჩმა სუპერ თასისთვის უკეთ მოგვამზადა”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ “ნაპოლისთან” მატჩის შემდეგ ფეხბურთელები უკეთ მოემზადნენ სუპერ თასისთვის.

 

ყოველთვის მომთხოვნმა პეპმა განაცხადა: ” გუნდმა კარგად ითამაშა, მაგრამ ამაზე არ უნდა გავჩერდეთ. იდეალურ ფორმაში ვერასოდეს ვიქნებით, რადგან ამ დროში უნაკლოდ გუნდი ვერ ითამაშებს. უნდა გამოვასწოროთ ყველა შეცდომა და მივამსგავსოთ ჩვენი თამაში იდეალურს.”

 

გვარდიოლას სჯერა, რომ ყოველთვის არის რაღაც გასაუმჯობესებელი: “ ყოველთვის არსებობს გამოსასწორებელი დეტალი. ფეხბურთი არასდროსაა დახურული პროცესი, რადგან ყოველთვის შეგიძლია ნაბიჯი გადადგა წინ. გამარჯვება რთულია, გამარჯვების გაგრძელება კი უფრო რთული. მე მჯერა, რომ კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ წინ.”

 

პეპმა სესკის გოლზეც ისაუბრა: “ მისი ინდივიდუალური მხარე მას შეტევის საშუალებას აძლევს. მას აქვს ასეთი თვისებები. მისი ამბები ძალიან მიხარია, იგი მალე ჩაეწერა ჩვენს გუნდში. მას ცოტა დროს მაინც მივცემთ.”

 

გვარდიოლამ კეიტაც გამოჰყო: ” ასეთი გოლების ვარჯიში შეუძლებელია. კლუბი ბედნიერი უნდა იყოს, რადგანაც ჰყავს ისეთი ფეხბურთელი როგორიც კეიტაა. მე მისით ვამაყობ.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში