“ბარსელონასა” და “არსენალის” ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, ტომას ვერმალენმა, 36 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.
ბელგიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ინფორმაციით, ვერმალენი ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება გუნდს წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მომზადებაში დაეხმარება.
ტომასი ბოლოს “ვისელ კობეში” თამაშობდა – იაპონურ კლუბში, რომლის ღირსებას ანდრეს ინიესტა, სერჟი სამპერი და ბოიან კრკიჩი იცავენ.
ტომას ვერმალენის “ბარსელონური” კარიერა ოთხ სეზონს მოიცავდა (თუ იჯარით “რომაში” გატარებულ სეზონს არ ჩავთვლით). 2014-დან 2019 წლამდე ბელგიელმა ფეხბურთელმა მონაწილეობა 53 მატჩში მიიღო, ერთი გოლი გაიტანა და კატალონიურ გრანდთან ერთად 9 ტიტულს დაეუფლა.
ტიტულები კი დაუგროვებია ოხრად. შვილიშვილებთანაც ექნება სატრაბახო: მე და ლეო მესის მიგვყავდა პარადიო ბარსელონაში.
მალაგას და მოგვაგებინა თამაში.
ალბამაც დაასრულა უკვე კაი ხანია ოღონდ ვერ გააგებინეს ჯერ
ის გოლი ვის გაუტანა?
კიდე კაი რო დაასრულა თუარა ალემანი ამას დაგვიბრუნებდა პიკეს შემცვლელად ხო ვიცი :))
ტრამვები,რომ არა ბევრად უფრო დიდ კვალს დატოვებდა ეს კაციი!როცა თამაშობდა ყოველთვის ხოდზე იყო❤