დიდი ალბათობით, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე უსმან დემბელე “ბარსელონას” დატოვებს – მას კლუბთან კონტრაქტი ჯერ კიდევ არ გაუხანგრძლივებია და ნაკლებად სავარაუდოა, მხარეებს შორის შეთანხმება ახლა შედგეს.
სტატისტიკურ პლატფორმის, OptaJose-ს ინფორმაციით, ფრანგმა შემტევმა 2017 წლის 9 სექტემბრის შემდეგ, მონაწილეობა “ბარსას” მატჩების 52%-ში (129/248) მიიღო, ძირითად შემადგენლობაში კი შეხვედრების მხოლოდ 33%-ში (82/248) მოხვდა.
Cadena SER-ის მტკიცებით, თუ 24 წლის ფეხბურთელი ახალ ხელისუფლებას არ გააფორმებს, მას ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით ვეღარ ვიხილავთ.




მე მაგდენიც არ მეგონა, და გოლი რამდენი აქვსო გატანილი 200 ?
და ეს ითხოვს უკეთეს პირობებს და ხელფასის მომატებას?)) აქეთ ააქვს მოსატანი ამას ფული
რა აზრი აქვს ამას ქომაგები ისეთ ჯოჯოხეთს მოუწყობენ ჯობია დროზე გაიქცეს ბარსადამ
ეხლა ჩალიჩობს ყველანაირად რეპუტაცია შეინარჩუნოს და როგორმე ამ სეზონში დარჩეს ზაფხულამდე)) მაგის აფერისტი..
ამ ზამთარში გაიყიდოს ნეტავ, აღარ მინდა ამისი ბარსას მაისურით ხილვა და აღარც ბარსას წევრების სიაში, ადამიანი კიარა სრული გაუგებრობაა ტიპი
ახალი სტატია დასადებია დემბელემ იბაზრა თურმე და მალე დადეთ,წეღან ვკთხულობდი დიდი ალბათობით რჩება ისევ მარა ჩემი საქმე ფეხბურთის თამაში არისო და აგენტის საქმე აგენტისო.მოკლედ აქაც აბდაუბდას ბაზრობს და ვნახოთ
ინსტაზე დემბელემ განცხადება გამოაქვეყნა და იქნებ გვითარგმნოს ვინმემ
როდის იქნება, რომ ამაზე სტატიებს აქ აღარ ვნახავ… უმთითი კიდევ აგსაგებია, რაღაც პერიოდი მაინც ითამაშა და ტრამვას დავაბრალებთ, მაგრამ ეს…. იშვიათი ჯიშის ბაჯაღლოა
ამდენს ტრავმიანობდა და ნახევარზე მეტ მატჩში მიიღო მონაწილეობა?