“ვალენსია” “ბარსელონას” ახალგაზრდა მცველის, ოსკარ მინგესას შეძენით დაინტერესდა. “ღამურებს” ესპანელი დანიელ ვასის შემცვლელად სურთ, რომელიც “ატლეტიკოში” გადასვლასთან ახლოსაა.
Marca-ს ცნობით, კლუბები უკვე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. წყაროს ცნობით, საუბარია სეზონის ბოლომდე ფეხბურთელის იჯარაზე, გამოსყიდვის უფლების გარეშე.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მინგესა, რომელიც ჩავი ერნანდესის ნდობით ვერ სარგებლობს, “ვალენსიას” წინადადებას მიესალმება.




3 მცველიან ტაქტიკაში ფლანგის ცენტრალურ მცველად კარგი იყო წინა სეზონში, არც 4 მცველიან ტაქტიკაში ცენტრალურ მცველზე დაუტოვებია ცუდი შთაბეჭდილება. სულ ვამბობდი რომ სწორი პოზიციის შერჩევა უჭირს და პრაქტიკასთან ერთად გამოასწორებსთქო, მაგრამ არანაირი პრიგრესი ამას არ ეტყობა და ჯობია სხვაგან მოსინჯოს ძალები
ცენტ. მცველად თუ ათამაშებენ მანდ მაშინ ღირს, თორემ ფლანგის მცველი ამისგან ვერ დადგება
მინგეზა არა მაგრამ ალბა რომ გაიაში გაცვალონ კარგი იქნებოდა, +5 მილიონი დაუმატონ
მე თუ მკითხავ არ ღირს თან თუ დესტსაც გაუშვებენ მითუმეტეს. გარსია ტრამვა აქ უმტიტი არც აქეთაა არც იქეთ. არაუხო მინი ტრამვების მამაა დარჩა ბებერი პიკე და ყ£ენგლე ასე რომ არავინ იცის როდის დაგვჭირდება ამ ფანჯარაზე იაფად და ამაზე კარგს მაინც ვერავის მოიყვანენ და არც ღირს
იმედია წავა და დაამტკიცებს რაც შეუძლია მე გარსიას მირჩევნია ეს თან ახლა გუნდში მხოლოდ 4 ჯამრთელი მცველია
გაია მოგვცენ და წაიღონ ესეც და უმტიტიც
მინგესას+7 ლიმონი და გაია მოგვცენ
გაიას ტრანსფერს გაადვილებს