მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დეკო: “ბარსელონა” ლამაზ ფეხბურთს თამაშობს”

დეკო: “ბარსელონა” ლამაზ ფეხბურთს თამაშობს”

პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა ნახევარმცველმა, რომელიც ამჟამად “ფლუმინენსეს” ღირსებას იცავს, დეკომ, თავისი აზრები გაუზიარა ჟურნალისტებს, სადაც საუბარი იყო იმაზე, თუ რით განსხვავდება კატალონიური გრანდი სხვა კლუბებისგან. პორტუგალიელის თქმით ფეხბურთელებს ღრმად სწამთ საკუთარი ფილოსოფიის. იტყობინება გავლენიანი გამოცემა “Don Balon”.

 

“ბარსელონას” აქვს საკუთარი საფეხბურთო ფილოსოფია, რომელსაც არცერთი ფეხბურთელი არ ივიწყებს. ამიტომაც გუნდი სულ ერთი და იგივე სტილით თამაშობს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის თერთმეტეულში. დღესდღეობით კი “ბლაუგრანაში” ძალიან ძლიერი ფებურთელები თამაშობენ, რომელთაც შესანიშნავად ესმით ამ სათამაშო სტილის. მათ სულ ცოტა აკლიათ სრულყოფილებამდე”. დაასრულა დეკომ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში