დღეს FIFA-ს დაჯილდოება იყო, რომლის დროსაც 2021 წლის მსოფლიოში საუკეთესოები დაასახელეს.
მსოფლიოს საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელის ჯილდო რობერტ ლევანდოვსკის შეხვდა, ხოლო ქალის – “ბარსელონას” კაპიტანს, ალექსია პუტელიასს.
ვნახოთ, ვის მისცეს ხმა საქართველოდან.
წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელის გამოსავლენად გამართულ გამოკითხვაში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ ხმა ლიონელ მესის, ნ’გოლო კანტესა და ჟორჟინიოს მისცა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა არჩევანი ქარიმ ბენზემაზე, რობერტ ლევანდოვსკისა და კილიან მბაპეზე შეაჩერა.
მედიის სახელით ხმა გაზეთ სარბიელის დამფუძნებელმა, ზურაბ ფოცხვერიამ მისცა. მისი სამეული რობერტ ლევანდოვსკიმ, ქარიმ ბენზემამ და კრიშტიანუ რონალდუმ შეადგინეს.
წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელის გამოსავლენად გამართულ გამოკითხვაში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ხატია ჭყონიამ არჩევანი პერნილე ჰარდერზე (ჩელსი), ელენ უაითზე (მანჩესტერ სიტი) და მაგდალენა ერიკსონზე (ჩელსი) შეაჩერა.
ჩვენი ნაკრების დამრიგებელმა, გიორგი ჩხაიძემ ხმები ალექსია პუტელიასს (ბარსელონა), პერნილე ჰარდერსა და მაგდალენა ერიკსონს მისცა.
ზურაბ ფოცხვერიამ კი “ბარსელონას” ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დაფასებული ლიდერი კაროლინა გრეჰემ ჰანსენი პირველ ადგილზე გაიყვანა. მეორე და მესამე პოზიციებზე მან პერნილე ჰარდერი და ჯი სო-იუნი (ჩელსი) გაიყვანა.
ყოჩაღ კანკავა, ფრანგი სანიოლი კი რა თქმა უნდა ბენზემას და მბაპეს მისცემდა ხმას, როგორც ფრანგებს. მაგრამ არიან თუ არა ნამდვილად ფრანგები ეგ ეგ უკვე სხვა თემაა.
ზოგადად წლებია საქართველოდან წასული ხმები სულ აცდენილია გამარჯვებულების შედეგებთან, ნუ თუ არ ჩევთვლით ერთი ხმის დამთხვევას როგორც ამ წელს მოხდა. როგორ ეტყობა, რომ ყველაფერი ჩვენთან უკუღმაა. შეიძლება სხვა გუნდი ან ფეხბურთელი მოგწონდეს, გასაგებია, მაგრამ როცა ასეთ საპასუხისმგებლო მისიას გაკისრებენ ობიექტური იყავი და მოგწონს თუ არა, ხმა იმას მიეცი ვინც დაიმსახურა.
ეს ფოცხვერია დაკოდეთ ვინმემ ამისთანა ფეხბურთის უცოდინარი ჟურნალისტი მეორე არ გვყავს
სანიოლი რა თქმა უნდა მესის არ მისცემდა ხმას(პირველი კონკურენტი იყო ნებისმიერისთვის), ხმა ორ ფრანგს(თანამემამულეებს) მისცა და ერთიც ბაიერნის(სანიოლისთვის N1 გინდი) ფეხბურთელს, მე არ ვიძახი ლევანდოვსკი არ იმსახურებდათქო, უბრალოდ სანიოლის ხმების განაწილება გასაგებია.
სარბიელის დამფუძნებელზე გეთანხმები, შარშან უარესები აირჩია და ყოველთვის ეგ რატო აძლევს ხმას ვერ ვხვდები…
ეს სარბუელის დამფუძნებელი რა შიბაქია ვინაა რა არჩევანებია. ან იმ სირქალას პუტელიასი ერმოსო არ გაუგია ლიგა მაინც არ მოეგოთ ვინები აირჩია. ნუ სანიოლი აირჩევდა ბენზემას მა რა აყენებულს იზავდა. ხო ან შენ ჯაბა რაის ჟორჟინიო თუ ძმა ხარ
მე წელი არ მახსოვს ქართველ ჟურნალისტს ლოგიკურად მიეცა ხმები
ყველანაირად ყლინჯები როგორ არიან ბენზემა არა ვირის ყ*ე რატო უნდა შეიყვანო საერთოდ სამეულში 😑