workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რიკი პუჩი ნახევარდაცვაში ჩავის ბოლო არჩევანია

რიკი პუჩი ნახევარდაცვაში ჩავის ბოლო არჩევანია

“ბარსელონას” ნახევარმცველმა, რიკი პუჩიმ გუნდში ადგილი ვერც რონალდ კუმანის წასვლისა და ჩავი ერნანდესის მოსვლის შემდეგ მოიპოვა.

Sport-ის ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელი შუახაზში მწვრთნელის ბოლო არჩევანია. შესაბამისად, მისი მომავალი ჯერ კიდევ ბუნდოვანია. 

წარსულში რიკის შეძენით “სელტა”, “გრანადა”, “იუვენტუსი”, “მილანი” და “არსენალი” ინტერესდებოდნენ. საბოლოო გადაწყვეტილება სწორედ პუჩის ხელშია.

რიკის ამჟამინდელი ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • სპარტაკი
    schedule 17 იან 2022, 03:25
    #11

    ეს არსენალში კარგად მოერფებოდა..

  • nika 54
    schedule 16 იან 2022, 23:30
    #10

    ამას თუ ჭკუა აქვს წავიდეს ლა ლიგის საშუალო გუნდებისთვის მისწრება იქნება, მაგრამ ჩვენი ბედი რო ვიცი 5-6 მილიონს შემოგვთავაზებენ.

  • M10 S9 D11
    schedule 16 იან 2022, 22:29
    #9

    ჯობია გაყიდონ ამის იჯარით გაშვება სისულელე მგონია

  • ROUCH
    schedule 16 იან 2022, 20:20
    #8

    რა შედარებაა ხავიმ იმაზე მეტი ათამაშა ამ ცოტა ხანში ვიდრე კუმანმა რამის სეზონ ნახევარში. სადღაც ვნახე კუმანის გოგოს უქანავებსო. ხოდა რომელმა რომელს აუღო ნეტა აბაროტი ამან უთამაშებლობისთვის თუ იმან გოგოს მიქინძისთვის

  • nikusha
    schedule 16 იან 2022, 19:30
    #7

    ბუსკეტსი, გავი, პედრი – ამ ტრიოს მერე პირველი არჩევანი იქნება ალბათ ნიკო, მერე დე იონგი, და ამის შემდეგ პუჩი თუ სანსი არ ეყოლება გამოძახებული ისიც

  • azulgerana
    schedule 16 იან 2022, 18:13
    #6

    jo va ni,
    არის ლოგიკა მაგაში. ძაან kindly პერსონა ჩანს. მეტი ძალა და ხიფათებზე წასვლაა საჭირო, რასაც ჯარიმები მოჰყვება, მესი და ნეიმარი როგორც იქცევიან სწორედ ეგ არის მათი წარმატების მიზეზი, თუნდაც მოდრიჩი ინიესტა და ხავი, არცერთი ტანადი და ჯიჯღვიტა არ იყო მაგრამ ინიესტა ტეხნარი რომ იყო რისკავდა სირბილს, ხავი კიდე ბურთს არ იჩერებდა საერთოდ ვერ ეკარებოდა ვერავინ ისეთ სასწრაფო პასებს აკეთებდა. ეს ცოტა ყველაფერი აკლია რიკის სამწუხაროდ

  • jo va ni
    schedule 16 იან 2022, 18:03
    #5

    რიკოს პრობლემა ისაა, რომ რასაც აკეთებდა თავისი საკის ბიჩებთან, დიდ ფეხბურთში როცა გადმოვიდა აგარ გამოუვიდა, დაიჩაგრა ფიზიკურადაც და ალბათ მენტალურადაც… თორე გავი 17 წლისაა და მართივად ვერ წააქცევ ისე მყარად დგას ფეხზე, იგივე პედრი ან ნიკო… ეგენი შეეგუვნენ დიდების ფეხბირთს და განვითარდნენ კიდეც, რიკი კი ისევ იქაა დარჩენილი ახალგაზრდებში

  • Albicelecte
    schedule 16 იან 2022, 17:34
    #4

    ანუ საქმე შემდეგშია, რომ 2019 წლისათის კარგი მონაცემი ჰქონდა, მაგრამ პროგრესის გარეშე არ არსებობს ვინმეს ნდობა დაიმსახუროს
    19-20 წლის ასაკში რასაც ტამაშობ, უფრო მეტი მოგეთხოვება 21, 22 და 23 წლის ასაკში, უნდა მოუმატო, უნდა უკეთ შეთამაშდე, უნდა განვითარდე
    მე მაინც მგონია, რომ ეს პრობლემაა, თორემ უნიჭო და დაბალი დონისა სულაც არ არის

  • Golden boy
    schedule 16 იან 2022, 17:21
    #3

    კიდე ვიღაცეები წერდნენ კუმანმა დაამწნილა სკამზეო, რა ვერ გაიგეს ნებისმიერი მწვრთნელი დაბალი დონის იქნება თუ მაღალი დონის ყველა ხვდება ვინ იმსახურებს ძირითადში ყოფნას. პუჩიი ისეთი დაბალი დონისაა ლინარესშიც ბოლო არჩევანი იქნება მემგონი, თამაშის დროს ასე მგონია ფიზიკური მომზადება არ აქ გავლილი, პატარა შეხებაზეც წონასწორობას კარგავს, ბურთს რომ მიიღებს იბნევა არ იცის რა გააკეთოს, ნიჭს და ტალანტს თავიდანვე ვერ ვხედავდი ამაში.

  • .Gladiator.
    schedule 16 იან 2022, 17:02
    #2

    ნებისმიერი მწვრთნელისთვის ბოლო არჩევანი იქნება

  • EL MAESTRO 6
    schedule 16 იან 2022, 17:00
    #1

    ტიპის ბურთის ეშინია და ბარსას კიარა ხეტაფეს ცენტრშიც ვერ იქნება