მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

ფრანცესკ სატორა საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა. შესაბამისად, მისი სურათი რამდენიმე დღის განმავლობაში ყველა წამყვანი სპორტული გაზეთისა თუ ჟურნალის გარეკანზე და ინტერნეტ პორტალებზე ტრიალებდა.

“დამკვირვებელი” წლის ერთ–ერთი საინტერესო ფიგურა გახდა. მატჩის დღეს იგი “კამპ ნოუზე” გაემართა, სადაც უკვე 30 წელზე მეტია, რაც მუშაობს. მისი საქმიანობა დეტალურად განსაზღვრული არ არის. როგორც წესი ის “კამპ ნოუს” ისეთ ადგილებში დგას, სადაც კამერები ვერ აღწევენ.

“კლასიკოს” დღეს სატორა მოურინიოსა და ვილანოვას შორის აღმოჩნდა იმ ინციდენტის დროს, როცა მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა “ბარსას” მეორე მწვრთნელს თვალში თითი ჩაარჭო. ამიერიდან მისი სახე მუდამ იქნება დაკავშირებული აღნიშნულ ინციდენტთან.

ფრანცესკ სატორა პალამოსში ცხოვრობს და “კამპ ნოუს” მატჩის დღეებში სტუმრობს. 18 აგვისტოს შემდეგ მას უამრავი ჟურნალისტი დაუკავშირდა ინტრევიუს ჩასაწერად, მაგრამ ფარნცესკმა ყველა უარით გაისტუმრა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში