workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსას ვლაჰოვიჩის 18 მილიონად შეძენის შანსი ჰქონდა

ბარსას ვლაჰოვიჩის 18 მილიონად შეძენის შანსი ჰქონდა

“ბარსელონას” “ფიორენტინას” თავდამსხმელის, დუშან ვლაჰოვიჩის იაფად გაფორმების შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ კატალონიურმა კლუბმა ეს შანსი ხელიდან გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას Marca ავრცელებს.

მადრიდული წყაროს ცნობით, ვლაჰოვიჩი “ბარსელონას” 2020 წელს ერთწლიანი იჯარით 18 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულებით შესთავაზეს, თუმცა, კლუბმა ამ ვარიანტზე უარი თქვა. “ბლაუგრანას” მაშინდელ ხელმძღვანელობას, რომლის სათავეში ავადსახსენებელი ჟოზეპ მარია ბართომეუ იდგა, 21 წლის შემტევის დამატებასთან დაკავშირებით ეჭვები ჰქონდა, რადგან იმ დროისთვის მოთამაშე ფორმიდან ამოვარდნილი იყო.

ასე და ამგვარად – “ბარსას” შეეძლო, ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში 70 მილიონზე ნაკლებად ხელმისაწვდომი არ იქნება, ხელში მხოლოდ 18 მილიონ ევროდ ჩაეგდო.

აქვე წარმოგიდგენთ ვლაჰოვიჩის სტატისტიკას მიმდინარე სეზონში – 23 მატჩი, მოედანზე გატარებული 1 948 წუთი, 19 გოლი და 4 ასისტი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 16 იან 2022, 00:53
    #6

    ეგრე მბაპეზეც თქვეს უარი და დემბელე მოიყვანეს, ბართომეუ რა ზარალი იყო ჩვენც კარგად ვიცით.

  • Barca_MNS
    schedule 15 იან 2022, 20:58
    #5

    ეგრე რონალდო 15 ად არ იყიდეს, ნეტა სხვებიც არ ეყიდათ ეს კიარად. პს. მე ვლაშევიჩის მოსვლა ჰოლანდის მოსვლას მირჩევნია მაგრამ ლოგიკა ამ სტატიაში არაა, დარდით ვიდარდოთ მარა ფეხბურთელი რომელიც ფორმაში არაა არუნდა იყიდო. მაგდროს არაფერს წარმოადგენდა, იგივე ბრატივეიტი 18 ად რამ აყყიდინათ 🙁

  • Clever liar
    schedule 15 იან 2022, 20:50
    #4

    18 რიკოს პროცენტი კიარ იყო ბართომეუსთვის, 100-150 თუარღირდა ფეხბურთელი, იასნა არც გახედავდა :))

  • Albicelecte
    schedule 15 იან 2022, 20:09
    #3

    არ გამოვიდოდა, ამხელა ნდობას არავინ გამოუცხადებდა და ვერ გაიხსნებოდა, ვწერთ 18 მილიონადო, კი ბატონო, მაგრამ ხანდახან ისე ვერ გამოდის ხოლმე საქმე

  • EL MAESTRO 6
    schedule 15 იან 2022, 19:54
    #2

    ბართომეოს დედას რომ ს@ხარა მთელმა მსოფლიომ, ტიპმა ჰოლანდზე და ვლაჰოვიჩზე თქვა უარი და ბრაითვეითი მოიყვანა ფორვარდად🤬🤬

  • vitorborbafereira
    schedule 15 იან 2022, 19:49
    #1

    ეგ იმას არ ნიშნავს რომ ბარსაშიც 70 მილიონიანი იგროკი გახდებოდა