პაუზა, რომელმაც გამოიწვია პრიმერა დივიზიონისა და სეგუნდა დივიზიონის პირველი ტურის გადადება, გრძელდება.
დღეს შედგა შეხვედრა ესპანეთის ფედერაციის წარმომადგენლებისა და ორივე ლიგის ყველა გუნდის წარმომადგენელს შორის, მაგრამ შეთანხმებასთან მხარეები მაინც ვერ მივიდნენ.
ასოციაციის თავჯდომარემ ლუის ჟილმა განაცხადა: ” პრობლემა გადაწყვეტილი არაა. მე მესმის, რომ ხალხს ფეხბურთის ყურება უნდა, მაგრამ იმ ფეხბურთელებმა უნდა მიიღონ დამსახურებული გასამრჯელო, რომ ითამაშონ ფეხბურთი.”
“მე არ ვარ წინააღმდეგი, რომ ოპტიმისტურად ვისაუბრო, თუმცა რეალობა სხვაა. საბოლოოდ ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ მეორე ტურიც გადაიდება. ყველა დეტალი საბოლოოდ უნდა შეთანხმდეს.”
