workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სანდრო როსელი: ბარსას მოგება მაბედნიერებს

სანდრო როსელი: ბარსას მოგება მაბედნიერებს

“ბარსელონას” ყოფილმა პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა კატალონიურ კლუბსა და ციხეში გატარებულ პერიოდზე ისაუბრა:

“ბარსას” მოგება მაბედნიერებს, მაგრამ ჩემი ფილოსოფია დროის საყვარელ ადამიანებთან, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან გაზიარებაა. მე ეს უფრო მომწონს.

როსელის აზრით, მისი დაპატიმრება უსამართლო იყო:

ეს ცალსახად უარყოფითი გამოცდილებაა. უარესია, როდესაც თავისუფლებას გართმევენ და იცი, რომ ეს უსამართლოა, რომ ეს სახელმწიფოს მხრიდან დევნაა. საშინელებაა, რომ ასეთი რამ დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება.

გამოცდილება ნეგატიურია, თუმცა რაღაც კარგის მიღება ყოველთვის შეგიძლია. ციხეში ჩემი თავის სულიერი ნაწილი აღმოვაჩინე, შესანიშნავ ხალხს შევხვდი.

მე გავაანალიზე, თუ რამდენად პრივილეგირებული იყო ზოგიერთი ჩვენგანი სხვებთან შედარებით. ისეთი დასკვნები გამოვიტანე, რომლებიც მთელი ცხოვრება გამომადგება.

როსელი “ბარსელონას” პრეზიდენტის პოსტს 2010-2014 წლებში იკავებდა. იგი 2017 წელს ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს და 2019 წელს, ოცთვიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • nika 54
    schedule 13 იან 2022, 13:12
    #5

    ბართოსგან განსხვავებით ამან საქმე აკეთა მაინც და გუნდის გაბანძებაზე არ უფიქრია.

  • xavi1899
    schedule 13 იან 2022, 01:24
    #4

    წადი შენი და შენი ახ**არი ძმაკაცი ბაღთომეს დედას ……

  • La Pulga10
    schedule 12 იან 2022, 21:55
    #3

    ერთი ამის ყველაფერიც.აჭარას სუპერკოპა ნაყიდი არ აქვს?მე მაგათი,გადის თუ არა თამაში ვეღარ გავიგე.

  • EL MAESTRO 6
    schedule 12 იან 2022, 21:15
    #2

    როსელიც კაი ნაგავი იყო, ბართომეოსგან განსხვავებით ამისმა ტრანსფერებმა გაამართლა მაგრამ ამის გამო წავიდა გუარდიოლა დიდწილად გუნდიდან, აკადემიის მიგდება ამისი ოერიოდიდან დაიწყო, პეპმა რომ სთხოვა ბარსა ბს ფეხბურთელზე დაწინაურება მინდაო გაყიდა ის ფეხბურთელი, მოკლედ ბართომეოზე უკეთესი იყო მაგრამ არც ეს იყო კარგი

  • Norman Bates
    schedule 12 იან 2022, 20:17
    #1

    ეს მაგარი პრეზიდენტი იყო. ნეიმარი, სუარესი, შტეგენი, რაკიტიჩი მოიყვანა და ეგრევე ლიგა დავდეთ. მერე ბართომეუ მოვიდა სათავეში და აირია ყველაფერი