workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მუსა ვაგე – ალემანის მორიგი თავსატეხი

მუსა ვაგე – ალემანის მორიგი თავსატეხი

“ბარსელონას” განაპირა მცველი, მუსა ვაგე ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დაბრუნებასთან ახლოსაა. სენეგალელმა მუხლის მძიმე დაზიანება 2020 წლის დეკემბერში მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია. ის ინდივიდუალურად ვარჯიშობს და, როგორც “ბარსაში” მიაჩნიათ, მინდორს მალე დაუბრუნდება.

23 წლის ფეხბურთელი ბერძნულ “პაოკში” იყო განათხოვრებული, თუმცა 2020 წლის ბოლოს, “ბარსელონაში” დაბრუნდა და გამოჯანმრთელების შემდეგაც “ბლაუგრანას” წევრი იქნება. Sport-ის ცნობით, კლუბი მის პირველ გუნდში დარეგისტრირებას არ აპირებს – კატალონიელებს სახელფასო ხარჯების გაბერვა არ სურთ. ერთ-ერთი ვარიანტი ვაგეს “ბარსელონა ბ-ში” დარეგისტრირებაა, რასაც ბიუროკრატიული საკითხების მოგვარება სჭირდება – თუ ის ხელშეკრულების პირობებს მესამე დივიზიონის კანონმდებლობას მოარგებს, სარეზერვო გუნდში ასპარეზობას შეძლებს. სერჟი ბარჟუანის განკარგულებაში ბევრი მარჯვენა მცველი ნამდვილად არაა, ამიტომ მისი დახმარება მნიშვნელოვანი იქნება. “ბარსა ბ-ში” თავისუფალი ადგილები არაა, თუმცა ეს პრობლემა, შესაძლოა, გავისა და ნიკო გონსალესის პირველ გუნდში დარეგისტრირებამ გადაჭრას.

Sport-ის თანახმად, ზემოთ მოყვანილი სცენარის მიუხედავად, ყველაზე მოსალოდნელი სენეგალელის გაშვებაა. დიდი ალბათობით, მატეუ ალემანი ამაზე მუშაობას უახლოეს მომავალში შეუდგება. ტრავმიდან ახლად დაბრუნებულ ფეხბურთელს რიტმში ჩასადგომად რეგულარული სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, რისი შანსიც სხვა გუნდში უფრო ექნება.

ვაგე “ბარსელონას” 2018 წელს შეუერთდა და მხოლოდ 6 თამაშში მიიღო მონაწილეობა. მუსას კატალონიელბთან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისს ეწურება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 13 იან 2022, 13:15
    #3

    ამას ვეღარ გავასხვისებთ ალბათ და შეგვეტენა ცხადია.

  • El pistolero 9
    schedule 12 იან 2022, 21:00
    #2

    არადა რა პერსპექტიული ბიჭი იყო. ისე თუ მოიხოდა დესტს და მინგესას კი აჯობებს

  • Albicelecte
    schedule 12 იან 2022, 20:12
    #1

    ძალიან ცუდი ტრამვა მიიღო, მაგრამ ბ-თვის შეიძლება გამოდგეს