workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ელ კლასიკოსთვის რეალის განაცხადი ცნობილია

ელ კლასიკოსთვის რეალის განაცხადი ცნობილია

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ “ბარსელონასთან” მატჩისთვის გუნდის 24-კაციანი განაცხადი დაასახელა.

“სამეფო კლუბს” სერიოზული დანაკლისი არ აქვს. გუნდს მარჯვენა მცველი დანი კარვახალი დაუბრუნდა. მადრიდელებს მხოლოდ შემტევი ფეხბურთელები, გარეთ ბეილი და მარიანო დიასი აკლიათ, რომლებიც ძირითადის წევრები ისედაც არ არიან.

“რეალის” განაცხადი ასეთია:

მეკარეები: კურტუა, ლუნინი, ფუიდიასი.

მცველები: კარვახალი, მილიტაო, ალაბა, ვალიეხო, ნაჩო, მარსელო, მენდი.

ნახევარმცველები: კროოსი, მოდრიჩი, კაზემირო, ვალვერდე, ვასკესი, სებალიოსი, ისკო, კამავინგა.

თავდამსხმელები: აზარი, ბენზემა, ასენსიო, იოვიჩი, ვინისიუსი, როდრიგო.

“ბარსასა” და “რეალის” შეხვედრა ოთხშაბათს თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • რივალდო-მესი
    schedule 10 იან 2022, 20:19
    #8

    სავარაუდოთ დაგვაგლიჯავენ ბურთს თავზე.

  • me da barca
    schedule 10 იან 2022, 19:41
    #7

    ციტატა: MSN G.O.A.T
    ვინმემ ამიხსენით რა პრინციპით ტარდება ეს სუპერთასი


    ადრე თასის გამარჯვებული ხვდებოდა ლა ლიგის გამარჯვებულს. ახლა ამ 2 გუნდს დაუმატეს ლა ლიგის მეორე და მესამე ადგილოსანიც. ერთი თამაშის ნაცვლად ახლა ტარდება 3. ორი ნახევარფინალი და ერთი ფინალი. მეტი მატჩი-მეტი არაბული ფული. ესაა პრინციპი.

  • nika 54
    schedule 10 იან 2022, 18:11
    #6

    ციტატა: MSN G.O.A.T
    ვინმემ ამიხსენით რა პრინციპით ტარდება ეს სუპერთასი


    პრინციპი მარტივია მეტი თამაში, მეტი ფული. მაგრამ ის რომ რეალი არც ჩემპიონი არ ყოფილა და არც თასი არ აუღია ისევე როგორც ბილბაოს არავის აინტერესებს. ეხლა მათ შანსი აქვთ ერთი უკანონო ტიტული აიღონ. რომელსაც ყველა ნორმალურ ქვეყანაში ჩემპიონსა და თასის მფლობელს შორის ათამაშებენ.

  • suxaaa
    schedule 10 იან 2022, 17:30
    #5

    nikusha,
    ფულის პრინციპით

  • Giorgi99
    schedule 10 იან 2022, 17:22
    #4

    მოიგებენ 2 აზრი არ მაქვს სამწუხარო რეალობა

  • MSN G.O.A.T
    schedule 10 იან 2022, 17:19
    #3

    ვინმემ ამიხსენით რა პრინციპით ტარდება ეს სუპერთასი

  • nikusha
    schedule 10 იან 2022, 17:11
    #2

    დიდი ალბათობით ამ სასტავით გამოვლენ:

    კურტუა
    ვასკესი-მილიტაო-ალაბა-მენდი
    კროოსი-კაზემირო-მოდრიჩი
    ასენსიო-ბენზემა-ვინიციუსი

    ასენსიო-როდრიგო
    ვასკესი-კარვახალი
    მოდრიჩი-ვალვერდე
    კროოსი-კამავინგა
    მენდი-ნაჩო
    [ვინიციუსი-აზარი]

  • El pistolero 9
    schedule 10 იან 2022, 17:06
    #1

    აშკარად ჩვენზე ძლიერი გუნდია რეალი, შემადგენლობითაც და ფორმითაც, თუმცა ვნახოთ. სული და გული უნდა დადონ ბიჭებმა მოედანზე და რაღაც აუცილებლად გამოვა. ვივა ბარსა