workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ლევანტე

ლევანტე ლოგო
2 - 4
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რომერო 79'sports_soccer ბრუგუე 88'sports_soccer
ესპარტი 5'sports_soccer იამალი 19'sports_soccer იამალი (პენ) 48'sports_soccer ადეიემი 90+3'sports_soccer
ელ კლასიკო: არბიტრის ვინაობა ცნობილია

ელ კლასიკო: არბიტრის ვინაობა ცნობილია

ზეგ, ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალში “რეალისა” და “ბარსელონას” დაპირისპირებას ხოსე ლუის მუნუერა მონტერო განსჯის.

37 წლის ესპანელი არბიტრი ლა ლიგაში 2016 წლიდან მსაჯობს. მას “ბარსელონას” თამაშში მონაწილეობა 13-ჯერ აქვს მიღებული. აქედან კატალონიელებმა 10 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს, 1 კი დათმეს. აღსანიშნავია, რომ გასული სეზონის ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალიც, “სოსიედადის” წინააღმდეგ, სწორედ მუნუერა მონტერომ იმსაჯა.

ამ 13 შეხვედრაში მას ფეხბურთელი მოედნიდან ორჯერ ჰყავს გაძევებული, ორივე ერთ მატჩში, 3-წუთიანი ინტერვალით. 2020 წლის 8 ივლისს, ბარსელონურ დერბიში მონტერომ ჯერ მოედანზე 4 წუთის გამოსული ანსუ ფატი გააგდო, შემდეგ კი “ესპანიოლის” ნახევარმცველი პოლ ლოსანო. ის თამაში “ბარსამ” 1-0 მოიგო და “ესპანიოლს” სეგუნდა დივიზიონის საგზური გაუფორმა.

მას “რეალთან” ურთიერთობის, შედარებით, ნაკლები გამოცდილება აქვს – 7 თამაში, საიდანაც “სამეფო კლუბმა” 5 მოიგო, 1 წააგო, 1 კი ფრედ დასრულდა.

მიმდინარე სეზონში, მონტერომ ლა ლიგის 9 შეხვედრაში იმსაჯა. საშუალოდ, თამაშში იგი ფეხბურთელს 5-ჯერ აფრთხილებს და ჯარიმას 29-ჯერ ნიშნავს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • R.MADRID
    schedule 11 იან 2022, 03:05
    #4

    ციტატა: CHEPE
    მიდი რაა ხავი ნუღარ ააბლატავებ ამ ნაბიჭვრებს რადაც არუნდა დაგიჯდეს კლასიკოს გემო აგრძნობინე მოენტრად ბალერინებს პირში ჩადება დიდის და გამოუღებელის


    მაგ კომის გულიზე რო ბავარის ფანი გაიჩითოს დაა 8:2 გემო როგორი იყოო ხო გაგიტყდებაა.. მამენტ ბარსა და ყოველთვის არსებობს შანსები. რეალმაა თუ დათმო თორე ახლა ბარსაა კიარა ხავიც რო დაემატოს ესეთ რეალს ეგრე მარტივად მოუგო და თან 5:0 და 4:0 რავი კურტუა თუ გამოვა კარებიდან ეგრე კი. . ესეე იყოს ნეგატიური განწყობით ადამიანი რავი.. თამაშია ან რეალი მოიგებს ან ბარსაა..

  • El pistolero 9
    schedule 10 იან 2022, 16:49
    #3

    იმედია კარგად იმსაჯებს და სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს

  • Albicelecte
    schedule 10 იან 2022, 15:13
    #2

    მომენატრა კაი 5:0
    ვინ ჩივის 5:0, მოგება რომ სანატრელი გაგიხდება rage

  • nika 54
    schedule 10 იან 2022, 15:04
    #1

    მსაჯთან კარგი სტატისტიკა, რო საქმეს შველოდეს ყველა თამაშში ფავორიტები ვიქნებოდით.