მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კოენტრაუს კრიტიკა “მოუს” ტაქტიკას

კოენტრაუს კრიტიკა “მოუს” ტაქტიკას

გუნდი სერიოზულად ემზადებოდა სუპერთასისთვის და დარწმუნებულები იყვნენ, რომ მოახერხებდნენ ამ ტიტულის მოგებას. როგორც ჩანს ფიქრობდნენ, რომ ამ თასის მოგება მომასწავებელი იქნებოდა  განსხვავებული სეზონის, სეზონის სადაც ისინი შეძლებდნენ დომინირება მოეხდინათ “ბარსაზე”.

მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს, მიუხედავად ერთთვიანი მომზადებისა, ახალი ტაქტიკისა და აშკარად გამოსწორებული თამაშისა.

ერთერთი იმათგანი, ვინც ყველაზე მეტად გააკრიტიკა მოურინიო, იყო ახლადგადმოსული ფაბიო კოენტრაო. მისი აზრით, “მოუ” შეცდა, როდესაც ის ხედირას პოზიციაზე განამწესა. 

ასევე მან დაამატა, რომ მისთვის კონკრეტული დავალება არავის მიუცია. ნაწილი მადრიდისტების აზრით კი პორტუგალიელის ტრანსფერი სულაც არ იყო მიზანშეწოლილი, განსაკუთრებით კი იმ ფასად, რაც “სამეფო კლუბს” დაუჯდა.

ამაზე კი “განსაკუთრებულმა” თავი იმ განცხადებით გაიმართლა, რომ კოენტრაუ უნივერსალი ფეხბურთელია და ყველა პოზიციაზე ერთნაირი წარმატებით შეუძლია თამაში, მაგრამ ეს რომ ასე არ არის ბოლო “კლასიკოზეც” მშვენივრად გამოჩნდა.

რაც შეეხება კოენტრაოს განცხადებას, მადრიდისტების ნაწილი მას დაეთანხმა. მათი აზრით, გაცილებით უკეთესი იქნებოდა, გუნდს ბურთზე კონტრილის დაწესება ეცადა, ვიდრე მჭიდრო პრესინგის ხარჯზე ის მოეპოვებინა მხოლოდ იმისთვის, რომ შემდეგ გაუაზრებელი შეტევის გამო მალე კვლავ უკან ჩაებარებინა.

ასე რომ, სუპერთასის ნაკლები მნიშვნელობისა სხვა ტიტულებთან შედარებით, მან მაინც გაზარდა ეჭვები და კითხვები მადრიდში.        

და ლა ლიგა ჯერ კიდევ არ დაწყებულა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში