ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 25 თებერვალი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 25 თებერვალი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 25 თებერვალს მოხდა.

თამაშები

25 თებერვალს "ბარსელონას" 15-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 10 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.

1912 წელი

კატალონიის ჩემპიონატში "ბარსელონამ" იმ დროისთვის ყველაზე პრინციპული მეტოქე "კატალა" სტუმრად 9-0 გაანადგურა. "ბლაუგრანაში" დებიუტი ჰქონდა 15 წლის პაულინო ალკანტარას, რომელმაც 3 გოლი გაიტანა. ის ოფიციალურ მატჩში "ბარსელონას" ყველაზე ახალგაზრდა მეგოლის სტატუსს დღემდე ინარჩუნებს (იმ დროს კატალონიის ჩემპიონატი ოფიციალური ტურნირი იყო).

1971 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი ანტონიო პინილია. 1989-1992 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 14 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

1973 წელი

"სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართული "ელ კლასიკო" 0-0 დასრულდა.

1984 წელი

"სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართული "ელ კლასიკო" "ბარსელონამ" 1-2 წააგო. ხუანიტოსა და სანტილიანას გოლებს სტუმართაგან დიეგო მარადონამ უპასუხა.

2001 წელი

"სოსიედადთან" 3-0 მოგებულ მატჩში პეპ გვარდიოლამ ლა ლიგაში "ბარსელონას" მაისურით 250-ე თამაში ჩაატარა. ეს შეხვედრა ლა ლიგაში 350-ე იყო "ბარსას" კიდევ ერთი ფეხბურთელისთვის, აბელარდოსთვის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 25 თებერვალი 2021 17:45
    0
    გვარდიოლა როგორ ჭკვიანურადაც თამაშობდა, ისევე ჭკვიანურად ათამაშებს გუნდს. სიტის ყურება ერთი სიამოვნებაა, ნეტა ეს დააბრუნონ და არვიცი რა, ამაზე მეტი არაფერი აღარ მინდა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 25 თებერვალი 2021 15:40
    0
    საქართველოსთვის კი შავი დღე.
    Culé [?]
    #2 25 თებერვალი 2021 13:46
    0
    კლასიკოსთვის არ ყოფილა კარგი დღე 😁💙❤️
    Culé [?]
    #1 25 თებერვალი 2021 12:10
    0
    ისეთი არაფერი მომხდარა ამ დღეს. გვარდიოლას თამაშს თუ გამოვყოფთ ალბათ❤️
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"