workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჟოან ლაპორტა დარწმუნებულია, რომ ჰოლანდის შეძენას მოახერხებს

ჟოან ლაპორტა დარწმუნებულია, რომ ჰოლანდის შეძენას მოახერხებს

ზაფხულში, “ბარსელონას” მთავარი სამიზნე დორტმუნდის “ბორუსიას” ვარსკვლავი, ერლინგ ჰოლანდი იქნება.

Marca-ს ინფორმაციით, ჟოან ლაპორტა დარწმუნებულია, რომ “ბარსას” ნორვეგიელის ტრანსფერისთვის საკმარისი რესურსები გააჩნია. მადრიდული გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ “ბლაუგრანას” პრეზიდენტი ფეხბურთელზე საჯაროდ საუბარს თავს არიდებს, ვიწრო წრეებში თამამად იძახის, რომ მომდევნო ზაფხულში ჰოლანდს დაიმატებს.

ფინანსური სახსრების გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კლუბმა 21 წლის მოთამაშე სპორტულ პროექტში დაარწმუნოს. Marca-ს მტკიცებით, ლაპორტამ უკანასკნელ თვეებში ფეხბურთელის აგენტთან, მინო რაიოლასთანა და ერლინგის მამასთან რამდენიმე შეხვედრა გამართა, სადაც სწორედ ზემოხსენებული საკითხი განიხილა. 

ლაპორტა ჰოლანდის დარწმუნებას რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით ცდილობს. პირველ რიგში, სპორტული პროექტი მთლიანად ნორვეგიელზე იქნება აწყობილი. მის გვერდით ახალგაზრდა და პერსპექტიული მოთამაშეები ითამაშებენ. ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებასთან ერთად კი, კლუბი კიდევ უფრო გაძლიერდება, რაზეც კატალონიელები აქტიურად მუშაობენ.

“ბარსელონას” აქტიურ კონკურენციას მადრიდის “რეალი” და “მანჩესტერ სიტი” გაუწევენ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • nika 54
    schedule 05 იან 2022, 14:22

    ამ ბოლო დროს, რაღაც იმედებს მაკარგვინებს ლაპორტა. ალვესს ვერ არეგისტრირებს უფასოდ მოსულს 150 ათასიან ხელფასით და ჰოლანდზე იწევს? მარტო მის გარემოცვას უნდა 40-50 მილიონი, ისე პროსტა იმიტომ რო აგენტია, იმიტომ რო მამამისია და თვითონაც იმიტომ რო ჰოლანდია პროსტა.

  • El pistolero 9
    schedule 04 იან 2022, 23:25

    შევხედავთ რა გამოვა. იმედია გადმოვა ჩვენთან

  • EL MAESTRO 6
    schedule 04 იან 2022, 22:08

    walker599,
    ეგ რომ მართალი იყოს პსჟ ნამდვილად არ იყო საუკეთესო ვარიანტი, მე მგონია რომ სიტიში ეგ ბევრად კარგადაც ითამაშებდა, გუნდსაც მოერგებოდა და ჩემპიონთა ლიგასაც დადებდა, პრემიერ ლიგას ისედაც ცალი ფეხით იგებს სიტი

  • walker599
    schedule 04 იან 2022, 21:48

    მოკლედ, კიდევ უფრო ვრწმუნდები რომ მესის წასვლა და ამის მოსვლა პრეზიდენტად შეთანხმებული იყოს, მესიმ მხარი დაუჭირა და დიდი როლი ითამაშა რო მოეგო არჩევნები და სანაცვლოდ შეპირდა რომ გაუშვებდა ისე რომ მესი არ დადანაშაულდებოდა, მესის ასაკიდან გამომდინარე აღარ აქ დრო 3-4 წელი გუნდის შენებას დაელოდოს, უკვე შედეგები სჭირდება და ყველაზე კაი ვარიანტი პსჟ ქონდა.

  • Chico
    schedule 04 იან 2022, 21:39

    15.03.2021 – ჟოან ლაპორტას პრეზენტაცია
    "არსებულ სიტუაციას უნდა გავუმკლავდეთ. შევეცდებით, ლეო მესი დარჩენაში დავარწმუნოთ (იცინის). ბოდიში, ლეო… ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელისთვის ყველაფერს გავაკეთებ. იცი, რომ მე მიყვარხარ და "ბარსასაც" უყვარხარ. არ შეგიძლია, დაგვტოვო".
    08.10.2021 – მესი გააგდეს – ჟოან ლაპორტას RAC1-თან ჩაწერილ ინტერვიუდან:
    "მესის დარჩენა სურდა, თუმცა, ამავდროულად, ისინი გარკვეული წნეხის ქვეშ იყვნენ, რადგან პსჟ-ისგან წინადადება ჰქონდათ. ვფიქრობ, მათ იცოდნენ, რომ თუ იგი "ბარსაში" ვერ დარჩებოდა, პსჟ-ს შეურთდებოდა. ბოლო წამს, იმედი მქონდა, რომ მესი უფასოდ თამაშს შემოგვთავაზებდა, ლა ლიგა ამას არ დაბლოკავდა, მაგრამ ჩვენ მისი დონის ფეხბურთელს ამას ვერ ვთხოვდით".
    04.01.2022 –
    Marca-ს ინფორმაციით, ჟოან ლაპორტა დარწმუნებულია, რომ "ბარსას" ნორვეგიელის ტრანსფერისთვის საკმარისი რესურსები გააჩნია. მადრიდული გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ "ბლაუგრანას" პრეზიდენტი ფეხბურთელზე საჯაროდ საუბარს თავს არიდებს, ვიწრო წრეებში თამამად იძახის, რომ მომდევნო ზაფხულში ჰოლანდს დაიმატებს.

    და რაც მთავარია :
    "ბარსელონას" აქტიურ კონკურენციას მადრიდის "რეალი" და "მანჩესტერ სიტი" გაუწევენ.

    ძალიან საინტერესო ხრონოგრაფიაა…. ეტყობა ბარსამ და კერძოდ ლაპორტამ მანჩესტერ სიტი-ზე და მადრიდის რეალზე დიდი ფული იშოვა და ეტყობა ლა ლიგის კანონებიც შეცვალა…….

    დღევანდელი რეალობა – "ბარსელონა" და კერძოდ ლაპორტა დანი ალვესის (თითქმის უფასოდ თამაშობს) და ფერრან ტორესის (პოსლე-ზე მოიყვანეს) დარეგისტრირებას ვერ ახერხებს…….

    მაგრამ მთავარია რომ ჟოან ლაპორტა – დარწმუნებულია……

    აბა ვნახოთ რა მოხდება……

  • Andria
    schedule 04 იან 2022, 21:12

    ROUCH,
    რატო უნდა გააგდონ კრიზისის ფონზე ტრანსფერებს აკეთებს გუნდი როცა სხვა შემთხვევაში დიდი ალბათობით გაკოტრებული იქნებოდა გუნდი და არაბებს თუ მივყიდდით მერე სულს, თუ გგონია ის ტრაკის ჭია ფონტი უკეთესი იქნებოდა არვიცი 🤣🤣

  • ROUCH
    schedule 04 იან 2022, 21:06

    ამ ზაფხულს აცადონ ამ ბაქიას და მერე დავაი ხელმოწერები. ასე ახანგრძლივებდა მესიც შე ტრაკო

  • NEYBarca
    schedule 04 იან 2022, 20:59

    სპორტმა დაწერა ჰალანდმა ბარსა აირჩიაო.

  • Andria
    schedule 04 იან 2022, 20:51

    რაღაც დაფარული ჯოკერი აქვს ლაპორტას და იმედია ყველაფერი გამოვა

  • EL MAESTRO 6
    schedule 04 იან 2022, 20:50

    ერთი არ მოგიყვანია, თუ ამბობ უნდა მოიყვანო, ტყუილები აღარ გაგივა