სიტუაციის განსამუხტავად კასილიასმა გუშინ გააკეთა ძალიან საჭირო ნაბიჯი. მას მართლაც არ მიაჩნია მარსელოს საქციელი გამართლებულად. იგი ფიქრობს, რომ ფეხბურთელმა ნერვები ყოველთვის უნდა აკონტროლოს. გუშინ კასილიასმა სცადა და დაურეკა ჩავის, რათა ბოდიში მოეხადა მარსელოს საქციელის გულისთვის. გავრცელდა, რომ ჩავიმ ამ ზარს არ უპასუხა. მაგრამ ეს სისულელეა მან მართლაც ვერ (და არა არ) უპასუხა მის ზარს. მიზეზი კი ჩვენთვის არ არის ცნობილი. ჩავის და კასილიას აქვთ არაჩვეულებრივი ურთიერთობა ერთმანეთთან. ეს ყველაფერი ჩვენ ”კლასიკოზეც” ნათლად დავინახეთ.
ვიმედოვნოთ, რომ ეს პრობლება, რაც ”ბარსა” ”რეალს” შორის არის მალევე მოგვარდება.
