workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აბდე მაროკოსა და ესპანეთს შორის არჩევანს 3 იანვრამდე გააკეთებს

აბდე მაროკოსა და ესპანეთს შორის არჩევანს 3 იანვრამდე გააკეთებს

“ბარსელონას” ფეხბურთელი, აბდე ეზალზული მაროკოს ნაკრებშია გამოძახებული, თუმცა, მისი გადაბირება ესპანეთს სურს.

COPE-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა ფეხბურთელი მაროკოსა და ესპანეთს შორის არჩევანს 3 იანვრამდე გააკეთებს.

აბდეს, რომელიც მაროკოშია დაბადებული, მაგრამ ბავშვობიდან ესპანეთში ცხოვრობს, აფრიკის ერთა თასზე თამაში და “ბარსას” მიტოვება არ სურს, ამის თავიდან აცილების ერთ-ერთი საშუალება კი ლუის ენრიკეს მიერ მისი გამოძახება და “ფურია როხას” არჩევა იქნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • MARI=BARCA-fan
    schedule 30 დეკ 2021, 20:02

    აბსოლუტურად სწორედ მოიქცევა თუ ესპანეთს აირჩევს, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ბავშვი მანდ არის დაბადებულ-გაზრდილი და შეიძლება მაროკო ჯერ თვალითაც არ უნახავს!
    მეორეც, მისი ცხოვრება ფეხბურთია და რაის მაროკო ხალხო? იქ რას უნდა მიაღწიოს პროფესიონალურ დონეზე?
    კარგი მომავალი ექნება სანაკრებოშიც და ამიხსენით, რატომ უნდა თქვას ამაზე უარი? იმიტომ რომ მისი რომელიღაც "ჭ" თაობა ოდესღაც იქ დაიბადა? როგორ შეიძლება აღიქვას სამშობლოდ ქვეყანა, რომელიც ალბად არც უნახია???
    მოკლედ და ქართულად, რაფიელ ერისთავის გენიალურ ფრაზას მოვიშველიებ: "სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ"… იცით ეს ყველამ!!!
    აბდე ესპანეთში უნდა დარჩეს, იმიტომ, რომ მანდ "უსროლია ისარი"!!!

  • nika 54
    schedule 30 დეკ 2021, 13:02

    რავიცი, თუ ტიტულები უნდა ესპანეთში ითამაშოს და თუ სამშობლოზეა ლაპარაკი მე მგონი სამშობლო იქ არის სადაც გაიზრდები და პატივს გცემენ.

  • EL MAESTRO 6
    schedule 30 დეკ 2021, 10:06

    მე მირჩევნია მაროკოში ითამაშოს მაგრამ თუ ეს ბარსას დააზარალებს ისე მკიდია სხვა ასპექტები როგორც ბარსა ჰკიდიათ

  • El pistolero 9
    schedule 30 დეკ 2021, 01:53

    იმედია მომდევნო მატჩებში ჩვენთან იქნება.

  • Mess cue un club1889
    schedule 30 დეკ 2021, 01:48

    ძაან ცუდია თუ გუნდში დარჩენა ამ გზით მოუწია იმედია ისეთ გზას გამონახავენ რო არავინ დაზარალდეს.
    მაგრამ დემბელეც წავა და ფორვარდი თუ არ დაიმატა გუნდმა იანვარს ისედაც გაჭირვებით ვიწყებთ და შეიძლება ქვა აღმართში მოგვეწიოს

  • gecheche
    schedule 30 დეკ 2021, 01:45

    ხოდა დარჩეს ახლა ჭირდება გუნდს თან მაროკოს ნაკრებში მაინც ვერ მიღწევს ვერაფერს