ფერან ტორესის დამატების შემდეგ, “ბარსელონას” ხელმძღვანელობა სატრანსფერო ბაზარზე მუშაობას აგრძელებს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, სახელფასო ხარჯების შემცირების მიზნით, ფეხბურთელების გაშვებაა. წასვლის კანდიდატებს შორის ფილიპე კოუტინიო და კლემან ლანგლეც არიან.
Sport-ის ინფორმაციით, ხსენებულ მოთამაშეებს “ბარსას” დატოვება არ სურთ, რადგან თავს ბედნიერად გრძნობენ. მათ კატალონიელებთან კონტრაქტი კვლავ აკავშირებთ და მაღალ ანაზღაურებას იღებენ, რომლის გადახდაც მსურველ კლუბებს არ სურთ, შესაბამისად, ფეხბურთელთათვის არცერთი შემოთავაზება მომხიბვლელი არ ყოფილა.
ლანგლესა და კოუტინიოს შეძენით ინგლისური კლუბები დაინტერესდნენ. ბრაზილიელს ყველაზე აქტიურად “არსენალს” უკავშირებდნენ. მიუხედავად ამისა, არცერთი მათგანი “ბარსას” დატოვებას არ აპირებს, რაც კატალონიელებს ძალიან აზარალებთ, ვინაიდან, სახელფასო ლიმიტის გადაჭარბების გამო ახალი ფეხბურთელების, მათ შორის, ფერან ტორესის დარეგისტრირება გაჭირდება.




ბართო შენი ოჯახი მოვიკითხე დღეში ოცჯერ ამათი მოთრევისთვის და ამხელა ხელფასის დანიშვნისთვის.
იმედია კონტრაქტის გაწყვეტამდე არ მივა საქმე
როგორ მაინტერესებს, ადამიანურად უხერხულობას მაინც არ გრძნობენ რო ამხელა ფულს არაფერში იღებენ?
რატო არ იქნებიან ბედნიერები, არაფრის კეთებაში უხდიან მილიონებს, მოსაშორებლები არიან ეს წურბელები
იქნბიან დემბელეზე არ კიდიათ ?