workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აბდეს აფრიკის ერთა თასზე გამგზავრება არ სურს

აბდეს აფრიკის ერთა თასზე გამგზავრება არ სურს

აბდე ეზალზულის, რომელიც აფრიკის ერთა თასისთვის მაროკოს ნაკრების განაცხადში მოხვდა, ტურნირზე გამგზავრება არ სურს – ინფორმაცია ჟურნალისტ ჟერარ რომეროს ეკუთვნის. 

ერთა თასი კამერუნში 9 იანვარს უნდა დაიწყოს, ტურნირის კალენდარი კი ევროპის ტოპ ლიგების კალენდარს ემთხვევა. ეს იმას ნიშნავს, რომ წასვლის შემთხვევაში ეზალზულის მოუწევს, “ბარსას” მატჩების საკმაოდ დიდი ნაწილი გამოტოვოს. 

წყაროს ცნობით, აბდეს წარმომადგენლები მაროკოს ფეხბურთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ იმისთვის, რომ ფეხბურთელი განაცხადს გამოაკლდეს. “ბარსელონას” შემადგენლობაში თავის დასამკვიდრებლად ეზალზულისთვის მომდევნო თვე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ახალგაზრდა შემტევს არ უნდა, რომ ამ დროს მწვრთნელის გეგმებიდან ამოვარდეს. 

“ბარსას” პირველ გუნდში აბდეს დებიუტი 30 ოქტომბერს შედგა. ამის შემდეგ მან მონაწილეობა 8 შეხვედრაში მიიღო და გუნდს 1 გოლით დაეხმარა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • me da barca
    schedule 26 დეკ 2021, 20:48

    რავი აბა მათმა მწვრთნელმა თუ პრეზიდენტმა, აბდე წუთებს ითვლის ისე უნდაო ნაკრებში თამაშიო.

  • MARI=BARCA-fan
    schedule 26 დეკ 2021, 19:36

    კი მაგრამ, დავიჯერო აბდეს გარდა დანარჩენი ფეხბურთელები ადგილობრივები ჰყავთ? მის გარდა არავინ თამაშობს ევროპაში?
    თუ უნდათ, რომ სრული შემადგენლობა ჰყავდეთ ნაკრებში, მაშინ მის კალენდარს უნდა გადაიხედონ, რა ამბავია, ერთი თვით რომ მიჰყავთ ბიჭები, ამ პერიოდში ყველა "ფრონტზე" აქვთ გუნდებს თამაშები და მაშინ აფრიკელების ყიდვას რა აზრი ექნება, თუ მათ ვერ გამოიყენებენ!!!

  • nika 54
    schedule 26 დეკ 2021, 16:15

    ამის მწვრთნელი არ იყო, რო ამბობდა. აბდეს ერთი სული აქვს როდის ითამაშებს ჩვენთანო.

  • EL MAESTRO 6
    schedule 26 დეკ 2021, 15:11

    ზიგადად მაროკოში თამაშზე არ უნდა თქვას უარი და ამ მომენტში თუ გუნდს დაეხმარება მაშინ ჯობია განაცხადს მიღმა დარჩეს

  • El pistolero 9
    schedule 26 დეკ 2021, 15:09

    მაროკო ისეთი ნაკრებია ამის გამოკლებით ბევრი არაფერი დააკლდება და ჩვენთვის ძირითადის კაცია ამ დროისთვის.

  • Truxilio
    schedule 26 დეკ 2021, 15:04

    სწორია ! ჭკვიანი ბიჭია და კარგი მრჩეველიც ყავს როგორც ჩანს .