ლაუტარო მარტინესი იმ პერიოდს იხსენებს, როცა “ბარსელონა” მისი შეძენით აქტიურად იყო დაინტერესებული. როგორც არგენტინელი შემტევი ამბობს, ტრანსფერის ერთ-ერთი მთავარი მსურველი ეროვნულ ნაკრებში მისი თანაგუნდელი და “ბარსას” მაშინდელი კაპიტანი, ლიონელ მესი იყო.
Sport Mediaset-თან ინტერვიუში ლაუტარო აცხადებს, რომ მესი მას არაერთხელ დაუკავშირდა.
მესი “ინტერში” ჩემს სიტუაციაზე ხშირად მეკითხებოდა, მაგრამ მას ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ დარჩენას ვაპირებდი.
– ციტირებს მარტინესის სიტყვებს Tribuna.
“ბარსას” სამხრეთამერიკელი ფორვარდის დამატება 2019 წელს სურდა, როცა მისი გამოსასყიდი თანხა 111 მილიონ ევროს შეადგენდა. საბოლოოდ, კლუბმა მას ანტუან გრიზმანი ამჯობინა, ლაუტარო კი “ინტერში” დარჩა და გუნდს სერია ა-ს მოგებაში დაეხმარა.
მეგონა ეს თემა ისევ გაცოცხლდა და გული შემიწუხდა.
ეხლა რაზე გაახსენდა, დიდი ხელფასის სუნი ხო არ ეცა?
ეს ნაღდად არ გვინდა, ამის მოყვანას ალვარესი მოიყვანონ, იაფიც იქნება, თან ახალგაზრდაა და პერსპექტიული
ეს ჯერ ლუკაკუს ჩრდილში იყო და კაი ჯანდაბას ლუკაკუა მაინც და ახლა ბებერი ჯეკოს ჩრდილშია. კიდეკაი ბართომეუ დროზე გადავაგდეთ თორე ამასაც მოიყვანდა კოლოსალურ ფასად