workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ეზალზული, შესაძლოა, აფრიკის ერთა თასზე სათამაშოდ არ გაემგზავროს

ეზალზული, შესაძლოა, აფრიკის ერთა თასზე სათამაშოდ არ გაემგზავროს

Sport-ის ინფორმაციით, აბდე ეზალზული, შესაძლოა, მაროკოს ნაკრებში გამოძახების მიუხედავად, აფრიკის ერთა თასზე სათამაშოდ არ გაემგზავროს.

საქმე ისაა, რომ ფეხბურთელთან დაკავშირებით “ბარსელონა” და მაროკოს ფეხბურთის ფედერაცია მოლაპარაკებებს აწარმოებენ, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში კი, ყველაფერი თავად აბდეზე იქნება დამოკიდებული.

დღეს გავრცელებული ცნობების თანახმად, ეზალზულის ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია მაცდურ წინადადებას სთავაზობს და “ფურია როხაში” თამაშის პირობით, მას მაროკოს ნაკრების უარით გასტუმრებისკენ მოუწოდებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • me da barca
    schedule 25 დეკ 2021, 18:02

    ეს თუ დათანხმდა, მერე ისე არ მოხდეს, რომ სკამი ახეხვინონ და ვერც მაროკოს ნაკრებში ითამაშოს.

  • nika 54
    schedule 25 დეკ 2021, 16:07

    ჩვენთვის კი ჯობია, ახლოს იქნება და თან ენრიკე ბარსას სტილში ათამაშებს. სანაკრებო პაუზებიც კლუბთან იქნება შეთანხმებული.

  • EL MAESTRO 6
    schedule 24 დეკ 2021, 23:30

    ცუდად იქცევიან, თუ უნდა მაროკოში თამაში რაღას ეტენებიან, ეს იგივეა ფეხბურთელი რომ ვიყო და საქართველოს ნაკრებში თამაში მინდოდეს მაგრამ რომელიმე დიდი ნაკრები მკერავდეს, მის ადგილზე მაინც ნამდვილ სამშობლოს ავირჩევდი, ღირსებუს ამბავია