workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალემანის მასტერკლასი – ფერან ტორესის ტრანსფერის ყველა დეტალი

ალემანის მასტერკლასი – ფერან ტორესის ტრანსფერის ყველა დეტალი

ფერან ტორესი რომ უახლოეს მომავალში “ბარსელონას” ფეხბურთელი გახდება, ამაში ეჭვი აღარავის ეპარება. კატალონიელები “მანჩესტერ სიტის” 55 მილიონ ევროს გადაუხდიან და შესაძლოა, თანხა 65 მილიონამდეც კი გაიზარდოს.

“ბარსელონას” ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით ფეხბურთელში 65 მილიონი ევროს გადახდა კარგი აზრი ნამდვილად არ მოჩანს, მაგრამ თუ ტრანსფერს დეტალურად შევისწავლით, დავრწმუნდებით, რომ “ბლაუგრანას” სპორტულმა დირექტორმა, მატეუ ალემანიმ ნამდვილად ძალიან კარგად იმუშავა.

საწყისი ვითარება ასეთი იყო – “მანჩესტერ სიტი” 75 მილიონს ითხოვდა, “ბარსელონა” კი მხოლოდ 45 მილიონის გადახდაზე იყო თანახმა. საბოლოოდ მხარეები 55+10 მილიონზე შეთანხმდნენ, რაც მათ მოთხოვნების დაახლოებით შუალედური ვარიანტია.

Marca გარიგების დეტალებს ასაჯაროებს. როგორც ირკვევა, “ბარსას” ზამთარში არაფრის გადახდა არ მოუწევს. კატალონიელები 55 მილიონს 4 ნაწილად გადაიხდიან, პირველ ნაწილს კი 2022 წლის ზაფხულში დაფარავენ.

რაც შეეხება დამატებით 10 მილიონს – მისი გადახდა 4 პირობაზეა დამყარებული და ოთხივე მათგანი “ბარსასთვის” მომგებიანია. ბონუსების პირველი პირობა გულისხმობს, რომ “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგოს, ტორესმა კი შეხვედრების 70%-ში 45 წუთი ან მეტი ითამაშოს. მეორე და მესამე პირობა გულისხმობს, რომ ფერან ტორესმა “ოქროს ბურთი” ან “ოქროს ბუცი” უნდა მოიგოს. დასკვნითი პირობა კი “ბარსელონას” მიერ ფერან ტორესის 100 მილიონ ევროზე ძვირად გაყიდვაა. გამოდის, რომ თუ “ბარსას” დამატებით 10 მილიონის გადახდა მოუწევს, ესე იგი, ტრანსფერი ძალიან წარმატებული ყოფილა.

თუ Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეა, მაშინ მატეუ ალემანისა და მის გუნდს ნამდვილად შექება ეკუთვნით.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 24 დეკ 2021, 11:36
    #6

    საწყისი ვითარება ასეთი იყო – "მანჩესტერ სიტი" 75 მილიონს ითხოვდა, "ბარსელონა" კი მხოლოდ 45 მილიონის გადახდაზე იყო თანახმა. საბოლოოდ მხარეები 55+10 მილიონზე შეთანხმდნენ, რაც მათ მოთხოვნების დაახლოებით შუალედური ვარიანტია.
    შუალედური რანაირად არის? ბარსას 45-ათ უნდოდა ანუ 30 მილიონით ნაკლებათ ვიდრე სიტი ითხოვდა.
    ახლა იხდიან 65-ს ანუ 10-ით ნაკლებს. ვიდრე უნდოდა სიტის.

  • Albicelecte
    schedule 23 დეკ 2021, 19:14
    #5

    თუ ასე მოხდა, 65 მილიინს ჩივის ვინმე?!
    თუ ლიგა დადო, ოქროს ბურთი და ბუცი მოიგო, ვინ მოინდომებს ამის გაყიდვას, თუნდაც 10 ლიმონად?!
    ანუ 55 და მორჩა, ის +10 ლიმონიც არაბების ვაჭრობის თემაა, ისეც რომ არ გამოსულიყო, რომ დაგოიმდნენ და ხურდებში თმობენ barca-6

  • El pistolero 9
    schedule 23 დეკ 2021, 18:07
    #4

    საღოლ მართლა. იმედია მოგვიწევს იმ 10 მილიონის გადახდა. ისეთი პირობებია რო რავი ნეტა მოგვიწიოს.

  • La Pulga10
    schedule 23 დეკ 2021, 17:36
    #3

    ეგრე ეჩალიჩეთ ჰოლანდსაც

  • EL MAESTRO 6
    schedule 23 დეკ 2021, 17:10
    #2

    ან მაფიოზებს დამიხედე, აბა ბართუშა ადგებოდა და ყოველ 10 მატჩის ჩატარებაზე 50 ლიმონს გადაუხდიდა😄, ახლა თითოეული მილიონი საჭიროა

  • gecheche
    schedule 23 დეკ 2021, 16:45
    #1

    ლაპორტას და მის ხალხს მოლაპარაკებებში და მანიპულაციაში ბადალი არ ყავს რა