“ბარსელონას” ქალთა გუნდის ლიდერი, ალექსია პუტელიასი Players’ Tribute Football-თან საუბრობს:
“მომწონს, როცა, სქესის მიუხედავად, ფეხბურთელებივით გვეპყრობიან… ფეხბურთი ყველას ეკუთვნის – სქესსა და წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს.
თუ ადრე ყველა “ევროსა” და “ქალების ევროს” ამბობდა, ახლა ისინი “მამაკაცების ევრომ” და “ქალების ევრომ” შეცვალა. რა თქმა უნდა, მამაკაცების ტურნირს დაკონკრეტება არ სჭირდებოდა – კარგია, რომ ასე აღარაა.
ეჭვგარეშეა, რომ “ოქროს ბურთი” ერთ-ერთი საუკეთესო ჯილდოა, რომელის მოგებაც მოთამაშეს შეუძლია. ეს პრიზი ბევრ ფეხბურთელს არ მოუგია, მაგრამ ეს ქალთა ფეხბურთში გარდამტეხი მომენტია.
“ოქროს ბურთის” ესპანელის მიერ მოგება მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ეს 50 წელია, არ მომხდარა და თუ პირველი ადამიანი, ვინც ამხელა პაუზის შემდეგ ეს შეძლო, გოგონაა, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. ეს ნიშნავს, რომ ფეხბურთი ყველას ეკუთვნის”.
🔵🔴| Alexia Putellas to @TPTFootball:
🎙 “I love when we are treated like football players regardless of gender…football belongs to everyone and it doesn't matter about gender or origin.”
Full Video ⬇️ pic.twitter.com/xd5vqRKW0y
— Barça Buzz (@Barca_Buzz) December 22, 2021
2021 წელს გოგოებს შორის “ოქროს ბურთის” მფლობელი სწორედ ალექსია გახდა.




როგორც ერთ რუსულ ანეგდოტშია: ლიუდმილა ზიკინა ყავდათ კაი ჩაპუტკუნებული მომღერალი ქალბატონი, ხოდა ერთხელ თურმე ბაქოში სცენიდან აღარ უშვებდნენ და სთხოვდნენ კიდევ ემღერა. კონფერანსიემ გამოაცხადა აღარ შეუძლია ამდენი სიმღერა, ხმა დაეკარგებაო. დარბაზიდან უყვირიათ: "არ გვინდა სიმღერა პროსტა იაროსო რა"
აქაც იგივე ვარიანტია, ისეთი ლამაზია ეს გოგონა სულ რო ვერ ითამაშოს ყურება მაინც გინდა. ალბათ ჟიურის წევრებიც ჩემსავით ფიქრობდნენ.
ბრავო. ძაან მაგრად უბერავენ ესენი და იმედია ასე გააგრძელებენ დიდხანს. საამაყოა რომ ასეთი გუნდი შენი კლუბის ნაწილია❤
უბრალოდ აღნიშნა, რომ გოგოსაც შეუძლია ამ სფეროში წარმატების მიღწევა და არ უნდა იჩაგრებოდნენ.
თუ ეგ ილუზიები გაწუხებს ითამაშე კაცებთან ფეხბურთი და ოქროს ბურთი კი არა მარტვილის მერანის ზამენას რომ არგაგაკერებს კაციშვილი მერე იგრძნობ რა სხვაობაცაა😂😂😂
იმიტოა 21 თამაშში უკვე 108 გოლი აქვთ გატანილი 🤣🤣🤣
საამაყოები არიან ყველა,კაცებს კიარ ჰგვანან….ტიპები მძორებივით დადიან სტადიონზე….
ეს ალექსია რა ლამაზია ოხერი 😍❤️
რამდენიც უნდა გაიტანონ მაგათ თამაშს ვერ ვიყურებ
საერთოდ სხვა დონის სანახაობაა
თუ სქესის მიხედვით ფეხბურთის დაყოფა არასწორია, მაშინ რა საჭირო იყო ოქროს ბურთის ესპანელების მიერ მოგებაზე იმის ხაზგასმა, რომ ეს ქალმა შეძლო?
ქალთა ფეხბურთი ფეხბურთი არ არის 😃